კომპოზიტორმა, პროდიუსერმა, ვიზუალურმა არტისტმა და მუსიკოსმა - ბრაიან ინომ ახალი ფირსაკრავი - The Turntable II გამოუშვა, რომელიც მეორე ჩანაწერია 2022 წლის სადებიუტო გამოცემის შემდეგ.
მისი ექსპერიმენტები სინათლის, როგორც მედიუმის გამოყენებით 1960-იანი წლებით თარიღდება. Turntable II საკოლექციო ნივთია, რომლის მხოლოდ 150 გამოცემა გაიყიდება, ამჟამად ფირსაკრავი პოლ სტოლპერის ლონდონის გალერეაშია წარმოდგენილი.
Turntable II დამზადებულია აკრილის LED განათებისგან და გამოყენებისას იცვლის ფერს, ფსიქოდელიური და მრავალი ტონალობის სიკაშკაშით, შეუფერხებლად იცვლება ფერების კომბინაცია, მუსიკის დაკვრისას გადადის მზის ჩასვლის ნარინჯისფერი და წითელი ჩრდილებიდან ნეონის ვარდისფერსა და მწვანეზე, რომელიც ღამის კლუბის შუქებს მოგაგონებთ. ბრაიან ინომ სინათლის თანმიმდევრობის აღსაწერად პროცესს ,,ფერადი პეიზაჟები" უწოდა.
ბრაიან ინო ელექტრონული მუსიკის მიმართ ნოვატორული მიდგომით არის ცნობილი, რომელმაც არაერთი ტექნიკა, კონცეპტუალური მიდგომები წარმოგვიდგინა და მნიშვნელოვნად განავითარა ემბიენტური მუსიკის ჟანრი. ინო თანამშრომლობდა ისეთ მუსიკალურ ვარსკვლავებთან და ჯგუფებთან, როგორებიც არიან: დევიდ ბოუი, ლორი ანდერსონი, გრეის ჯონსი, U2 და Coldplay.
ფოტოების წყარო: Paul Stolper Gallery
დაწერე კომენტარი