ინდური სამზარეულო თავისი კულტურითა და ქვეყნის გეოგრაფიული თავისებურებით ძალიან მრავალფეროვანია და მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს, მათ შორის - საქართველოშიც, სადაც ინდურ სამზარეულოს ბევრი მომხმარებელი ჰყავს. ინდურ სამზარეულოში მთავარი აქცენტი  სანელებლებს ეთმობა, რომელიც რეგიონების მიხედვით სხვადასხვა კომბინაციით გვხვდება, მათგან ყველაზე პოპულარული კი კარია, რომელსაც არაერთ კერძში ვხვდებით. სანელებლების მრავალფეროვნება ტრადიციულ კერძებს დამახასიათებელ გემოს მატებს. ჩრდილოეთ ინდოეთის მთავარ კერძად გუშტაბა ითვლება, რომელიც იოგურტის სოუსში მომზადებული გუფთაა, ხოლო ბირიანი ფორთოხლის სოუსითა და ხორცით მომზადებული ბრინჯია. რაც შეეხება სამხრეთ ინდოეთს, უმეტესად ვეგეტარიანულ საკვებს -  ბოსტნეულს მიირთმევენ, რომელსაც სხვადასხვანაირად ამზადებენ და ტრადიციული სუნელებით ანელებენ, ხოლო დასავლეთ ინდოეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს ზღვის პროდუქტებით დამზადებული კერძები.                                                         გთავაზობთ თბილისში მდებარე რამდენიმე ინდურ რესტორანს, სადაც შეძლებთ იქაური ტრადიციული  კერძები დააგემოვნოთ. 


Khushi Indian Restaurant


რესტორანი “ქუში” მერაბ კოსტავას 46 ნომერში მდებარეობს, სადაც შეძლებთ ინდური სამზარეულოს მნიშვნელოვანი ნაწილი - ფერადი ბრინჯი - სხვადასხვა ინტეპრეტაციით დააგემოვნოთ, რომელსაც სუნელების დამატებით ამზადებენ. რესტორან “ქუშში” გარდა კლასიკური ბრინჯისა, შეგიძლიათ ბირიანი მიირთვათ, ფორთოხლის სოუსითა და სხვადასხვანაირად მომზადებული ხორცით, თუმცა, ტრადიციულ სამზარეულოში საქონლის ან ღორის ხორცისგან დამზადებულ კერძებს ვერ შეხვდებით. 

IMG_3354.png 1.7 MB
ამ რესტორანში ტრადიციულ კერძს - ქათმის კორმას დააგემოვნებთ, რომელიც ქეშიუს სოუსითაა მომზადებული, ასევე, ქათმის ტიკას და კარის - სამივე მათგანი სხვადასხვა სანელებლით არის შეზავებული.
IMG_3355.png 1.93 MB
ტიკას რესტორანი კერძებს სხვადასხვა ინტერპრეტაციით შემოგთავაზებთ, მაგალითად, ჰარიალი ტიკა, მალაი ტიკა, პანერ ტიკა. ყოველ მათგანში ყურადღება ექცევა მარინადის ტექნიკასა და სუნელების ნაირსახეობის გამოყენებას.  “ქუშში” კვერცხით დამზადებულ ორ გამორჩეულ კერძს შეხვდებით - კარი მოხარშული კვერცხით მზადდება, ხახვითა და პომიდვრის სოუსით, ხოლო ანდა ბურჯი - შემწვარი კვერცხია, ხახვითა და მწვანე წიწაკით.
IMG_3350.png 1.71 MB
რესტორანში გასინჯავთ წვნიანებს - ბოსტნეულის, ტომატის, ოსპისა და ქათმის, რომლებსაც დამახასიათებელ გემოს ინდური სანელებლები აძლევს. 


Masala Library Shisha Lounge & Restaurant 


იოანე ვაკელის ქუჩის 3 ნომერში მდებარე რესტორან Masala Library-ში ტრადიციული საუზმის მნიშვნელოვან ნაწილს, პურს, სახელად პარატას, სხვადასხვა ვარიაციით  დააგემოვნებთ. მაგალითად, Aloo paratha კარტოფილისა და ხაჭოს შიგთავსით არის, ხოლო Gobi paratha გობითა და ხაჭოთი. გარდა კლასიკურისა, ასევე მიირთმევთ ხახვისა და პანერის პარატებსაც.  

IMG_3269.png 1.91 MB
მთავარ კერძებში შეხვდებით Paneer do pyaza-ს, ნაღების კარს, პანერის წვნიანს, ხახვით, მწვანილებით, სხვადასხვა სანელებლითა და პომიდვრის სოუსით. Egg masala - პოპულარული ტრადიციული კერძია, რომელიც მოხარშული კვერცხით მზადდება, ხახვისა და ტომატის სქელ სოუსში.
უხაზო.png 1.62 MB
რესტორანში მთავარი კერძების უმეტესობის ერთ-ერთი ინგრედიენტი სწორედ ხახვია და სხვადასხვა სოუსით არის შეზავებული. რა თქმა უნდა, ყოველი კერძის მნიშვნელოვან ნაწილად რჩება სანელებლების მრავალფეროვნება, რომელიც კერძს დამახასიათებელ გემოს აძლევს. Masala Library ისეთ კერძებსაც შემოგთავაზებთ, როგორიც არის სხვადასხვა სახეობის ნუდლსი და ასევე  იტალიური და მექსიკური პასტაც. 


Indian Express Tbilisi 


კიდევ ერთი, ინდური რესტორანი - Indian Express Tbilisi რევაზ მარგიანის 179 ნომერში მდებარეობს. 

მენიუში მრავლად შეხვდებით ზღვის პროდუქტებით მომზადებულ კერძებს, მათ შორის - თევზის კარს, რომელიც აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ინდოეთის კულინარიის ნაზავია, ასევე Chingri Malai, ბენგალური კრევეტების კარი, რომელიც ქოქოსის რძეში მზადდება. Mix Seafood Butter Masala შერეული ზღვის პროდუქტებისგან შედგება, მათ შორის - მიდიების, კრევეტებისა და კრაბის ჩხირებისგან. 

IMG_3360.png 1.81 MB
ინდურ სამზარეულოში ხშირად შეხვდებით ვეგეტარიანულ კერძებს. Indian Express ხორცის გარეშე დამზადებულ ბევრ კერძს შემოგთავაზებთ.
IMG_3361.png 1.67 MB
Diwani Handi ბოსტნეულის ნაზავია, ქეშიუთი და სხვადასხვა სანელებლით, რომელიც კურკუმას სოუსში მზადდება. Mutter Paneer პანერითა და მწვანე ბარდით არის  დამზადებული, ცხარე ხახვისა და პომიდვრის სოუსში, ხოლო ასევე პანერით მზადდება - Palak Paneer, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კერძი, რომელშიც წვნიანი პანერის კუბები ისპანახის სოუსითაა მომზადებული. 


Taste Of India


რესტორანი Taste Of India სიმონ კანდელაკის 23 ნომერში მდებარეობს.

IMG_3358.png 1.48 MB
აქ ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად კერძად Gobi Manchurian ითვლება, რომელიც ყვავილოვანი კომბოსტოთი, ხახვით, ნივრით, ჯანჯაფილით მზადდება ტომატის სოუსში, სანელებლების დამატებით. რაც შეეხება Dal Makhani-ს, შავი ოსპით არის მომზადებული, ნაღების რძისა და ნიორისა და ჯანჯაფილის დამატებით. გარდა ტრადიციული პანერის სხვადასხვა კერძისა, პოპულარულია Chicken Pakora - ბარდის ფქვილში შემწვარი ქათამი სანელებლებით და ცხარე კერძი - Chicken Karahi - წიწაკითა და ინდური სუნელებით.
IMG_3357.png 1.81 MB
რესტორანში შეგიძლიათ ტრადიციული რაიტას ნაირსახეობაც დააგემოვნოთ, რომელიც მზადდება დაჰისგან - ინდოეთის ნახევარკუნძულის იოგურტისგან, რომელსაც დამახასიათებელი გემო გამოარჩევს. 


ფოტოების წყარო: Khushi Indian Restaurant, Masala Library Shisha Lounge & Restaurant, Indian Express Tbilisi, Taste Of India