სამხრეთ იტალიაში, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანილ ქვის ქალაქ  მატერაში, Sassi di Matera-ს ისტორიულ გამოქვაბულში სასტუმრო - Sextantio Le Grotte della Civita მდებარეობს, რომელიც განახლებულია თანამედროვე ინტერპრეტაციით, თუმცა ინარჩუნებს მრავალსაუკუნოვან ისტორიასა და ესთეტიკას. 

Sassi წარმოადგენს იტალიის უნიკალურ ადგილს, სადაც ყველაზე ადრეული დასახლება  ქვის და ბრინჯაოს ხანით თარიღდება, შუა საუკუნეებში კი გამორჩეული იყო რამდენიმე სამონასტრო თემით. კარგად შემონახულ და აღდგენილ მატერაში ასობით გამოქვაბული გადაკეთდა საცხოვრებლად, ეკლესიებად  და სხვადასხვა ობიექტად, სწორედ მათ შორისაა გამორჩეული სასტუმრო, რომელიც ავთენტურობის მაქსიმალური შენარჩუნებით არის განახლებული. 

სასტუმროს დიზაინი Daniele Kihlgren-ს ეკუთვნის, რომელმაც უამრავი წლის ისტორიის შესანარჩენუბლად, თითოეულ დეტალზე ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემით და დიდი დაკვირვებით იმუშავა. 

სასტუმრო დამსვენებელს 18 ნომერს სთავაზობს, ზოგიერთი მათგანი 160 კვადრატულ მეტრსაც აღემატება. ოთახების ყველა კუთხე მინიმალისტური დიზაინით არის შექმნილი, დეკორაციების გარეშე. ქვის გამოქვაბულში ჩაშენებულ ნომრებს ხის ავეჯი აფორმებს.

სტუმრების კვებაზე რესტორანი  Basilicata ზრუნავს, რომელიც XIII საუკუნის ყოფილ ეკლესიაში მდებარეობს. ადგილობრივი,  ტრადიციული სამზარეულოს კერძების დაგემოვნება მისტიკურ გარემოში, კლასიკური მუსიკის, სანთლებისა და ანთებული ღუმლის ფონზე ან ტერასაზე Murgia Materana-ს ხედებით ტკბობით არის შესაძლებელი. Cavatelli, Orecchiette და Calzoni არის რამდენიმე იმ ავთენტური იტალიური კერძებიდან, რომლებსაც რესტორნის შეფმზარეული ამზადებს. 

მეტი კომფორტისთვის სასტუმრო დამსვენებელს სპა პროცედურებს სთავაზობს, ისტორიითა და საინტერესო ატმოსფეროთი მდიდარი გარემოს შემადგენილი ნაწილია მუსიკალური ფონი, სურნელოვანი ზეთები, მცენარეული ჩაი და უამრავი სანთელი, რაც გონებისა და სხეულის დასამშვიდებლად იდეალურ გარემოს ქმნის. გარდა მრავალი სახეობის მასაჟის და სპა პროცედურისა, შესაძლებელია იოგას სესიებში ან პილატესის გაკვეთილებში ჩართვა.

სასტუმროს დამსვენებელს შეუძლია საინტერესო ტურებშიც ჩაერთოს, რომლის ფარგლებშიც  უძველეს გამოქვაბულებში მდებარე სახელოსნოებს მოინახულებს, სადაც ადგილობრივები ხის, ტერაკოტასა და ტუფის ტექნიკით მუშაობენ და წინაპრების ტრადიციებს უცვლელად აგრძელებენ. შესაძლებელია მილიონიკოში გასეირნებაც, პატარა ქალაქში, მატერადან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, რომელიც ცნობილია შუა საუკუნეების ციხესიმაგრით, სახელწოდებით Castello del Malconsiglio. 

კიდევ ერთი გამორჩეული ტურის ფარგლებში კი დამსვენებელს შეუძლია ველოსიპედით გაისეირნოს ბენდექტინების სააბატოში, მატერადან მონტესკალიზიომდე, რომელიც გარშემორტყმულია ხილისა და ზეთისხილის ხეებით.



ფოტოების წყარო: Sextantio Le Grotte della Civita