თელავის ახალი აეროპორტის ტერმინალის კონცეპტ დიზაინის კონკურსში გიორგი ხმალაძემ გაიმარჯვა, რომელმაც აეროპორტის კონცეპტუალური და სქემატური დიზაინი მოამზადა, რაც მოიცავს შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის პროექტს - ექსტერიერის დიზაინს სამი ხედით, ინტერიერის სქემატურ დიზაინს, შიდა სივრცის დაგეგმარებას, ლანდშაფტის რენდერებს და ა.შ.
თელავის ისტორიულ აეროდრომზე, სადაც 1983 წელს აეროპორტი ,,მიმინო" აშენდა და თითქმის 10 წელი იმუშავა, მალე ახალი, თანამედროვე აეროპორტი გაიხსნება, რომელიც მეექვსე იქნება საქართველოში და ქვეყანაში შიდა რეისებს განახორციელებს.
პროექტის თანახმად, მოეწყობა ახალი, თანამედროვე სანავიგაციო სისტემები, სრულიად განახლდება შიდა და გარე ინფრასტრუქტურა, ავტოსადგომი და ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, რომელიც 1700 მეტრამდე დაგრძელდება. ამ პროექტის განხორციელება მიმდინარე წელს იგეგმება, რაც საქართველოს შიდა ავიაციისა და ტურიზმის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია.
გიორგი ხმალაძეს ეკუთვნის პროექტები: Coffe Production Plant - Meama, Domus on Kavtaradze, Bioli Villas, Mcdonald's Batumi, Chavchavadze Towers და სხვა.
დაწერე კომენტარი