პოსტერი - სახელწოდებით „Just be Yourself“ ერთ-ერთია ბარბარა კრუგერის მრავალ ნამუშევარს შორის, რომელიც ეყრდნობა გენდერული როლის თემას საზოგადოებაში და ასახავს, თუ როგორ ექვემდებარებიან ქალები სრულყოფილების კონცეფციის მიღწევას.

პოსტერი, რომელზეც პერის ჰილტონია გამოსახული, მიმზიდველობისა და სილამაზის დადგენილ სტანდარტებზე მიგვანიშნებს, რომელიც ამერიკულ კულტურაშია დამკვიდრებული. მიუხედავად ტექსტის პოზიტიური ენისა, სლოგანი ირონიულია და ქალების სოციალურ მოლოდინს ასახავს, ეხმიანება მათ, ვინც შეგნებულად ან ქვეცნობიერად იცავს გარკვეულ სტანდარტებს. 

IMG_4639.png 1.81 MB
პოსტერზე პერის ჰილტონის შავ-თეთრ ფოტოს წითელ ჩარჩოში ჩასმული წარწერები აქვს  - ,,Just be Yourself“ და ,,100% natural". მსგავსი სტილით შესრულებული ნამუშევრები, კრუგერის დამახასიათებელი ხელწერა და მისი შემოქმედების განუყოფელი ნაწილია. კრუგერს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ჟურნალებში ბეჭდვისა და გრაფიკულ დიზაინზე მუშაობისა, რამაც გავლენა მოახდინა მის მეთოდზე - ძლიერი, დამაფიქრებელი ლოზუნგებით პრობლემის გადმოცემაზე, რომელსაც არტისტი მუდამ შემოქმედებითი ენით ეხმაურება და საზოგადოებასთან სხვადასხვა შეტყობინება მიაქვს. 


ფოტოს წყარო: ArtWizard