Cherry Blossoms სერია, რომელიც იაპონური კულტურის სიმბოლოს, ტრადიციული ალუბლის ხის - საკურას ყვავილობას ასახავს, დემიენ ჰირსტის 2020 წლის ნამუშევარია, რომელსაც არტისტმა სრული სამი წელი დაუთმო. როგორც თავად აღნიშნავს, ალუბლის ყვავილი სილამაზის, სიცოცხლისა და სიკვდილის გაერთიანებაა.

სერიის შთაგონება ჰერსტის ღრმა ბავშვობა აღმოჩნდა -  როდესაც დაახლოებით 3-4 წლის იყო, კარგად ახსოვს, თუ როგორ უყურებდა დედას, რომელიც ალუბლის ხის ყვავილობას ხატავდა. მისი სიყვარული ხეების, ბუნებრივი სილამაზისა და ელეგანტურობის მიმართ დროთა განმავლობაში მეტად გაძლიერდა და Cherry Blossoms-ის კიდევ ერთი ინსპირაცია მისი საძინებლის ფანჯრის მიღმა მდგარი ხე აღმოჩნდა. 

ხეების ყვავილობის დასაფიქსირებლად, არტისტმა მრავალფეროვანი პალიტრიდან მთავარ ფერად დელიკატური, ნაზი ვარდისფერი, ფონად კი ღია ცისფერი გამოიყენა, რომლითაც მეტად წარმოაჩინა ყვავილების ბუნებრივი სილამაზე. 

სერიაში ჰირსტმა იმპრესიონიზმისა და პუანტილიზმის ტექნიკის გავლენები გააერთიანა, სქელი ფუნჯით ნამუშევარი რამდენიმე ფერის პატარა წერტილებისგან შედგება. ჰირსტი Cherry Blossoms-ის შექმნამდე დიდი ხნის განმავლობაში იყენებდა წერტილებს ნამუშევრებში, ხელოვნებისადმი მეთოდოლოგიური მიდგომითა და მსგავსი ტექნიკით არაერთი ექსპერიმენტი ჩაუტარებია, რომლის მაგალითებსაც 1986-2011 წლებში შექმნილ სხვადასხვა ნამუშევარში შეხვდებით. Cherry Blossoms-ის პირველი სამუზეუმო გამოფენა საფრანგეთში გაიმართა, სადაც ჰირსტმა მისი არჩეული 30 ნახატის სერია, 107 დიდი ფორმატის ტილო წარმოადგინა.



ფოტოების წყარო: Vogue, Foundation Cartier