თბილისის ქალაქგამოსახულების კვლევის ცენტრი „უბანი“ არაკომერციული ორგანიზაციაა, რომლის მთავარი ფოკუსია თბილისი, მასზე დაკვირვება და მისი არქიტექტურის და ბუნებრვი მახასიათებლების კვლევა.
,,უბანის" საჯარო პროგრამის პირველი ღონისძიება გაიმართება 2024 წლის 13 მარტს, 19:00, კინოს სახლის შენობაში, ბოლო სართულზე. ასევე, ლექციას წაიკითხავს არქიტექტორი, მკვლევარი და ჟურნალ “San Rocco”-ს თანადამფუძნებელი პიერ პაოლო ტამბურელი თემაზე „რეალიზმი ჭეშმარიტი სოციალიზმის შემდეგ”.
აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაჯვარედინზე მდებარე თბილისი ევროპის ერთ-ერთი უძველესი დედაქალაქია. მისმა მდებარეობამ და განსაკუთრებულმა რელიეფმა, რომელიც ტოპოგრაფიული მრავალფეროვნებით გამოირჩევა, განსაზღვრა თბილისის ისტორიული მნიშვნელობა და მისი უნიკალური მხატვრული სახე.
“უბანის” გუნდი შედგება მეცნიერების, არქიტექტორების, მკვლევარებისა და კულტურის მენეჯერებისაგან, რომლებიც შეეცდებიან შექმნან ყველასთვის გასაგები ცოდნის ბაზა. “უბანის” ამოცანაა, თბილისის არქიტექტურის ისტორიისა და ურბანული ლანდშაფტის შესახებ ცოდნის გამდიდრება, ფართო აუდიტორიისათვის მიწოდება და პროფესიულ წრეებთან კავშირების დამყარება, რათა უფრო ცნობადი გავხადოთ თბილისის მემკვიდრეობა.
,,უბანის” პროგრამა მიზნად ისახავს თბილისის ურბანული ფორმის შესახებ ცოდნის შენარჩუნებას და გაღრმავებას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც სწრაფი ცვლილებების პირობებში ქალაქის ისტორიული მეხსიერება გაქრობის მუდმივი საფრთხის წინაშეა. „უბანი” ქმნის ყველასთვის ღია პლატფორმას, რომელიც ხელს უწყობს ქართველი და უცხოელი სპეციალისტების, არქიტექტორების, ხელოვანების, მკვლევარების, სტუდენტებისა და დაინტერესებულ პირთა ნაყოფიერ ურთიერთობას.
დაწერე კომენტარი