18 მარტს რუსთაველის თეატრში უნიკალური ქორეოგრაფიული სპექტაკლი „ბროწეულის ფერი“ გაიმართება. წარმოდგენა თიბისის, საქართველოში სომხეთის საელჩოს, საფრანგეთის საელჩოსა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით ჩატარდება.  

ქორეოგრაფიული სპექტაკლი აერთიანებს ჰიპ-ჰოპსა და ტრადიციულ კავკასიურ ხალხურ და ელექტრონულ მუსიკას, რომელიც სერგო ფარაჯანოვის მხატვრულ მემკვიდრეობას ახალ პოეტურ შუქს სძენს.

release-Parajanov.png 1.46 MB

სპექტაკლი ლეგენდარული კინორეჟისორის, სერგო ფარაჯანოვის ასი წლის იუბილეს ეძღვნება. სპექტაკლის სამხატვრო ხელმძღვანელი ფრანგი ქორეოგრაფი მურად მერზუკია, ორიგინალური იდეის ავტორი კი სატე ხაჩატრიანი - ფრანგული თეატრალური ჯგუფის, „Saté-âtre“-ის დირექტორი. მურადი და სატე 19 მარტს თიბისი კონცეპტის სივრცეში საუბარს გამართავენ ფარაჯანოვის ხელოვნებაზე და მისგან ინსპირირებულ შემოქმედებაზე.

სერგო  ფარაჯანოვი მრავალი კინოპრემიის ლაურეატი, კინორეჟისორი, სცენარისტი და მხატვარი იყო. მსოფლიო აღიარება სერგო ფარაჯანოვმა მოიპოვა ისეთი საკულტო ფილმების შექმნის შემდეგ, როგორებიცაა: „მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები“ (1965)  და „ბროწეულის ფერი“ (1969).


ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ბმულზე - 

https://biletebi.ge/rustaveli-national-theatre/brotseulis-feri-the-color-of-pomegranate