ჩინეთის ქალაქ ვუშში ქართველმა ხელოვანმა - თამარ კვესიტაძემ 18-მეტრიანი კინეტიკური ქანდაკება შექმნა, რომელიც მაღალი ხარისხის ფოლადითა და ალუმინის ფირფიტებითაა დამზადებული. ხელოვანმა უნიკალური ნამუშევრის შექმნაზე ინჟინერ პაატა სანაიასთან ერთად იმუშავა, იდეა კი ნიან-ჰუავანის კულტურისა და ინვესტიციების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელს ეკუთვნის.

IMG_4788.png 1.04 MB
ქანდაკება დაახლოებით 600 მექანიზმს მოიცავს, დენის წყაროს, დამატებით ქვედა 6 მეტრს და ერთ ტექნიკურ სართულს, რომელიც მართავს ქანდაკებას, რადგან რვა ნაწილი მოძრაობს და შუქი ხვდება ისე, რომ ზედ ქანდაკებაზე ნახატი გადავიდეს.    

შოუს კონტროლისთვის 5 x Modulo Player მედია სერვერებია გამოყენებული. პროექტი აერთიანებს სხვადასხვა ვიზუალურ ტექნიკას, მათ შორის - წყალქვეშა სცენის ინსტალაციასა და ჰოლოგრაფიულ, ციფრული გამოსახულების ეკრანს.

IMG_4792.png 1.56 MB
ნიან-ჰუავანის გარემო, ინფრასტრუქტურა, ამფითეატრი და გარშემო მდებარე ჩინური ტრადიციული სტილის ნაგებობები სპეციალურად წყალზე აგებული ქანდაკებისთვის არის შექმნილი და შესანიშნავ სანახაობას ქმნის.
IMG_4793.png 1.19 MB
გარემოსთან შერწყმული, ნიან-ჰუავანის მთავარი სიმბოლოს - თამარ კვესიტაძის ნამუშევრის პერფომანსი საღამოობით იმართება, რომლის დროსაც ჩინურ, ტრადიციულ სამოსში გამოწყობილები დადიან ქუჩაში და ადგილობრივ ცეკვას ასრულებენ. ქანდაკებას უკვე 10 მილიონზე მეტი ვიზიტორი ჰყავს მთელი მსოფლიოდან, ყოველდღიურად კი ასობით ადამიანი ესწრება სანახაობრივ პერფომანსს, რასაც კიდევ უფრო მრავალფეროვანს ლაზერებისა და დრონების შოუ ხდის.
IMG_4790.png 1008.42 KB
პერფომანსი ერთგვარ ცხოვრების ციკლს წარმოადგენს, რომელიც მნახველების თვალწინ ბუნებად იშლება და მთლიან სამყაროდ ერთიანდება, იკვრება ბუდას სილუეტად, რაც ნამუშევრის მთავარი თემაა.


ფოტოების წყარო: Modulo Pi, Cna