Vija Celmins – ვიზუალური არტისტი ცნობილია ფოტო-რეალისტური, ბუნებრივი ფენომენებისა და გარემოს ნახატებით, როგორიცაა ოკეანე, ვარსკვლავური ველები, ღამის ცა, უდაბნოები, კლდეები და ობობას ქსელები.

მისი ადრინდელი ნამუშევრები სკულპტურებსა და მონოქრომულ ნახატებს მოიცავდა, რომლებშიც ხშირად შეიმჩნეოდა პოპ-არტის გავლენა. სელმინსმა ახალი სიცოცხლე მისცა ძველ ტელევიზორებს, ნათურებს, ფანქრებს და მოხატული მონოქრომული რეპროდუქციები წარმოადგინა, რომელთა ძირითადი თემა კონფლიქტი იყო - თვითმფრინავები და იარაღები ომიდან. 

1.jpg 158.79 KB

1970-იანი წლების დასაწყისში ყურადღება გაამახვილა გრაფიტით მუშაობაზე, შექმნა  ბუნებრივ ელემენტებზე დაფუძნებული ფოტო-რეალისტური ნახატები - ჭურვებისა და ქანების დეტალები, ოკეანისა და მთვარის ზედაპირები, თანავარსკვლავედები, რაც განაპირობა მისმა ინტერესმა სამეცნიერო გამოსახულებების მიმართ.

სელმინსი ხშირად მუშაობს ნახშირის, გრაფიტისა და აკრილის საღებავებით, ასევე სხვადასხვა ბეჭდვით ტექნიკას იყენებს, მათ შორის - გრავირებასა და ლითოგრაფიას. მისი ნამუშევრების მთავარი კონცეფცია ხელოვნებასა და ბუნებრივ სამყაროს შორის ურთიერთობის გამოხატვაა და აბსტრაქციასა და ფოტორეალიზმს შორის ბალანსს ქმნის.

1696 წლიდან მოყოლებული სელმინსის მხატვრულ კარიერაში 40-ზე მეტი პერსონალური გამოფენაა, მათ შორის - რეტროსპექტივები ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ლონდონის Tate გალერეასა და ლოს-ანჯელესის ხელოვნების მუზეუმში. არტისტის ნამუშევრები ინახება ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტის კოლექციებში, უიტნის ამერიკული ხელოვნების მუზეუმში, ნიუ-იორკსა და მინეაპოლისში, Walker Art Center-ში.



ფოტოების წყარო: Tate