გაზაფხული იდეალური დროა იმისათვის, რომ საყვარელ ადამიანებზე ზრუნვა გამოხატოთ, მათ დასამახსოვრებელი საჩუქარი აჩუქოთ და ამ ყველაფრით დადებითი ემოციები გაუზიაროთ.

ორიგინალური საჩუქრების მრავალფეროვნება თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში დაგხვდებათ, რაც სხვადასხვა კატეგორიიდან გამორჩეულ კოლექციებს მოიცავს და როგორც ინტერიერის დეკორაციებსა და დიზაინ-ობიექტებს, ისე სხვადასხვა აქსესუარსა თუ ნივთს ყოველდღიურობისთვის, პარფიუმერიას, თავის მოვლის საშუალებებსა და სასაჩუქრე ნაკრებებს აერთიანებს. თიბისი კონცეპტის კოლექციებს მრავალფეროვან ფერთა პალიტრაც გამოარჩევს, რაც საშუალებას გაძლევთ, საჩუქარი თქვენთვის ან თქვენი საყვარელი ადამიანისთვის გამორჩეულ ფერს მოარგოთ, სწორად შერჩეული ფერი დიზაინის ერთ-ერთი მთავარ შტრიხად ითვლება და საჩუქარსაც განსხვავებულ დატვირთვას აძლევს.  კონცეპტის კოლექციიდან, საჩუქრების თიბისი კონცეპტის ბარათით შეძენისას, 15%-იანი ქეშბექით ისარგებლებთ.                                    

ვარდისფერი სინაზესთან და რომანტიკასთან ასოცირებული ფერია, რომელიც ქალბატონებს განსაკუთრებულად უყვართ, თიბისი კონცეპტის კოლექციიდან ამ ფერში არაერთ ნივთს შეხვდებით, მათ შორის: ლარნაკს, მინიმაცივარს, სუნამოსა და ორგანაიზერს.  

pink.png 119.66 KB
         

Ivory & Pink Tall Vase - Stories of Italy 


მინის ლარნაკი Stories of Italy-ის "Macchia Su Macchia" კოლექციიდან ნებისმიერ სივრცეს, მათ შორის - საძინებელს, სასადილოსა თუ მისაღებ ოთახს გაალამაზებს. სპილოს ძვლის ფერის შერწყმა ვარდისფერთან, ქმნის პალიტრას, რომელიც დახვეწილობას და სინაზეს გამოხატავს. 



მინიმაცივარი - Freeza 


მულტიფუნქციური მინიმაცივარი, რომელსაც კომპაქტურობა გამოარჩევს, შეგიძლიათ როგორც სახლში, ისე მოგზაურობისას გამოიყენოთ და თავისუფლად გადააადგილოთ ნებისმიერ სივრცეში. მაცივარი საუკეთესო დამცავი სათავსოა პარფიუმერიისა და კოსმეტიკური საშუალებებისთვის, იქნება ეს დამატენიანებელი საცხები, ზეთები, შრატები, ნიღბები თუ სახის მასაჟორები. გარდა კანის მოვლის პროდუქტებისა, მინიმაცივარი მოსახერხებელია მედიკამენტების, საკვებისა და სასმლის შესანახადაც. 



სუნამო "ვენერა" - Kaveuli


ქართული ბრენდის - Kaveuli Parfum-ის სუნამო, სახელწოდებით “ვენერა” აერთიანებს, როგორც ტკბილ, ისე ნეიტრალურ ტონებს და შექმნილია ადამიანებისთვის, რომელთაც თავისუფლება და არსებული მომენტის დაჭერა უყვართ. უნისექს სურნელი აერთიანებს როგორც ქალურ - ალუბლის ყვავილისა და მიხაკის სურნელს, ისე მასკულინურ ნოტებს, როგორიცაა თამბაქო, ყავა, არყის ხე და თივა, რაც კომბინაციაში საინტერესო, მოტკბო არომატს ქმნის და კარგ განწყობასთან ასოცირდება. 



ორგანაიზერი - Vitra


Toolbox RE არის Vitra-ს პრაქტიკული ორგანაიზერი, რომელშიც შეგიძლიათ როგორც მცირე ზომის ჭურჭელი, ისე სხვადასხვა აქსესუარი და თავის მოვლის საშუალებები მოათავსოთ. 100% გადამუშავებადი, მაღალი ხარისხის ორგანაიზერი გამოსადეგია ტრანსპორტირებისთვისაც.

green.png 125.33 KB
მწვანე ფერი, რომელიც იდეალურად გამოხატავს გაზაფხულის შეგრძნებას, განსაკუთრებულად ჰარმონიული ფერია და ბუნებასთან ასოცირდება. ლარნაკი, Senself-ის სასაჩუქრე ნაკრები, საფულე და წიგნაკი - ის ნივთებია, რომლებიც თიბისი კონცეპტის კოლექციაში, სხვადასხვა ტონალობის მწვანე ფერით არის წარმოდგენილი. 


ლარნაკი - Vitra


თუკი ყვავილები და მცენარეები გიყვართ, მათ შესანახად Vitra-ს Nuage ლარნაკი იდეალური არჩევანია, რომელიც ინტერიერს განსაკუთრებულ ესთეტიკას და სილამაზეს შემატებს. ტალღოვანი ფორმის, ანოდირებული ალუმინის საფარით შექმნილ ლარნაკში ყვავილები რვა ცალკეულ მილში თავსდება, რომელიც შესაძლებელია ერთმანეთთან შეერთდეს და შეიქმნას ერთიანი ლარნაკი, "ღრუბლის ფორმირების’’ ეფექტით.


სასაჩუქრე ნაკრები - Senself


თავის მოვლის საშუალებები თითქმის ყველა ქალბატონისთვის საყვარელი საჩუქარია, ქართული ხალხური მრავალსაუკუნოვანი გამოცდილებისა და ტრადიციული სამკურნალო მეთოდების ინსპირაციით შექმნილი Senself-ის  პროდუქცია სახის კანის მოვლისთვის ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია. Senself-ის სასაჩუქრე ყუთი მსუყე დამატენიანებელი კრემის, ამქერცლავი და დამამშვიდებელ შრატებისა და C ვიტამინისგან შედგება. მგრძნობიარე კანის ტიპისთვის შექმნილი ინოვაციური ფორმულა კანის ღრმა დატენიანებას უწყობს ხელს, მსუბუქად აშორებს მკვდარ უჯრედებს და აახლებს კანის ზედაპირს.  

 

საფულე - Comme des Garçons


საფულე ერთ-ერთია იმ საჩუქართა სიიდან, რომელიც არასდროს კარგავს აქტუალურობას და მუდმივად მოთხოვნადი ნივთია. იაპონური ბრენდის - Comme des Garçons-ის საფულეს მრავალფეროვან ფერთა პალიტრა გამოარჩევს, მათ შორის - ელექტრიკი მწვანე.


წიგნაკი - Treuleben


წიგნაკი ბევრი ადამიანისთვის ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილი და მუდმივი თანამგზავრია, სადაც სხვადასხვა ჩანაწერების, მნიშვნელოვანი ინფორმაციების თუ მოგონებების ჩაწერაა შესაძლებელი, ამისათვის კი იდეალური არჩევანია Treuleben-ის ტყავის წიგნაკი, რომელიც ღია მწვანე, მენთოლისფერით არის წარმოდგენილი.

blue.png 112 KB
ლურჯი და ცისფერი სიმშვიდესთან ასოცირებული ფერებია, კოლექციიდან კი ამ ფერის რამდენიმე სამახსოვრო ნივთი შევარჩიეთ - კავეულის სუნამო, თერმოსი, პატარა ზომის წიგნაკები და ჩანთა. 


სუნამო - Kaveuli


არტიზანული სუნამოს მთავარი ნოტი ქართულია და კავკასიური სოჭი ქმნის, რასაც მოჰყვება ციტრუსის, წიწაკის, კიპარისისა და ჩინური ღვიას ნოტები, იშვიათ ინგრედიენტებს შორის იაპონურ ვეტივერიასაც შეხვდებით, საბოლოოდ კი იქმნება სურნელი, რომელიც სიმშვიდის განცდას აჩენს. სუნამოს ორიგინალურობით გირჩის ფორმის, ვერცხლის გულსაკიდი გამოარჩევს, რომელშიც 5 მლ სუნამოს გადატანაა შესაძლებელი.



თერმოსი - Pantone


თერმოსი ერთ-ერთი ყველაზე გამოსადეგი საჩუქარია საყვარელი ადამიანისთვის, სადაც უნდა მიდიოდეთ - სამსახურში, სასეირნოდ თუ სპორტდარბაზში, Pantone-ის უჟანგავი ფოლადის თერმოსი თქვენს სასმელს 8 საათის განმავლობაში შეუნარჩუნებს ტემპერატურას. 



პატარა ზომის წიგნაკი - Treuleben, Supereditions


Treuleben-ის Bonsai-ს გამოცემისა და Supereditions-ის მწვანე და ლურჯი წიგნაკები კომპაქტურობით გამოირჩევა, რომლებიც მარტივად თავსდება როგორც პატარა ზომის ჩანთებში, ისე ჯიბეებშიც კი, რაც ნივთის კომფორტულობას  განაპირობებს. Treuleben-ის დღიურს დამაგრებული აქვს ფანქარიც, რომლითაც შეძლებთ სხვადასხვა ჩანაწერის თუ ჩანახატის გაკეთებას.


ჩანთა - Comme des Garçons


Comme des Garçons-ის ტყავის მონოქრომული ჩანთა სწორედ ის აუცილებელი ნივთია თქვენს გარდერობში, რომელიც ნებისმიერ ლუქს შეგიძლიათ მოუხდინოთ, გამოირჩევა ტევადობითაც, რაც საშუალებას გაძლევთ მასში საკმაოდ ბევრი ნივთი მოათავსოთ. 

yellow.png 75.62 KB
რაც შეეხება, ყვითელს თქვენ შეგიძლიათ ამ ფერში კავეულის სილამაზის ნაკრები - დახვეწილი სეტი, პანტონის ფინჯნები ან Treuleben-ის წიგნაკი შეიძინოთ. 


სილამაზის ნაკრები - Kaveuli


Kaveuli-ის სილამაზის ნაკრები ვერცხლისა და სპილენძის უმაღლესი ხარისხის სარკესა და სავარცხელს მოიცავს, რაც განაპირობებს იმას, რომ ვიზუალურად დახვეწილი სეტი კიდევ უფრო სასურველი საჩუქარია მისი ხარისხიანი შემადგენლობის გამო. 



ფინჯანი - Pantone


გარდა დახვეწილი დიზაინის ჩაის ჭიქებისა, Pantone თერმული ეფექტის ფინჯანსაც გთავაზობთ, რომელიც ცხელ სითხეებს 4 საათის განმავლობაში უნარჩუნებს ტემპერატურას, ხოლო ცივ სასმელებს კი 8 საათი. 

red.png 80.53 KB
წითელი ქალბატონების კიდევ ერთი გამორჩეული და საყვარელი, ინტენსიური ფერია. თიბისი კონცეპტის კოლექციაში შეგიძლიათ წითელი ფერის, ვიტრას დეკორატიულ სპილო ან პანტონის წიგნაკი შეიძინოთ. 


დეკორატიული სპილო - Vitra


სპილო, რომელიც ჩარლზ და რეი ეიმსებმა თავდაპირველად 1945 წელს პლაივუდისგან შექმნეს, დღესდღეობით ახალი ინტერპრეტაციით არის ხელმისაწვდომი, რომლითაც როგორც საბავშვო, ისე ნებისმიერი ოთახი - მისაღები თუ საძინებელი - შეგიძლიათ გააფორმოთ და ინტერიერში ორიგინალური შტრიხი შეიტანოთ, რაშიც დეკორატიული ნივთის მინიმალიზმი დაგეხმარებათ. 


წიგნაკი - Pantone 


Pantone-ის მინიმალისტური წიგნაკები იდეალურია დღის გეგმის ჩამოსაწერად, სხვადასხვა მნიშვნელოვანი ფაქტის ჩასანიშნად და სამუშაოდ. სხვა მრავალ ფერთან ერთად, დღიურს გამორჩეულ წითელ ფერში შეხვდებით.