ჰოლივუდის ისტორიით გაჯერებული ბევერლი ჰილსის საკულტო სასტუმრო ლოს-ანჯელესში, Sunset Boulevard-თან მდებარეობს. სასტუმროს ცნობილ ვარდისფერ და მწვანე ექსტერიერსა და ინტერიერს, არაერთ ფილმსა და ჟურნალში, სხვადასხვა გადაღებებში შეხვდებით. 1912 წლიდან - მას შემდეგ, რაც განთქმულმა სასტუმრომ პირველად უმასპინძლა სტუმრებს, რჩება და ითვლება ჰოლივუდის ეპიცენტრად და ვარსკვლავების ერთ-ერთ საყვარელ დასასვენებელ ადგილად, სადაც ყოველ კუთხეს სწორედ ჰოლივუდის ოქროს ხანის გლამურული ატმოსფერო გამოარჩევს და ინახავს ისეთი ვარსკვლავების ისტორიას, როგორებიც არიან მერლინ მონრო, ელიზაბეტ ტეილორი, ჩარლი ჩაპლინი და მრავალი სხვა. 

სასტუმრო მისი დამახასიათებელი ვარდისფერი ფერით პირველად 1948 წელს შეიღება, რითაც იმ პერიოდის Country Club სტილს შეესაბამებოდა.  დღეს Beverly Hills Hotel დამსვენებლებს 210 თანამედროვე კალიფორნიული სტილის ნომრით და 23 ცნობილი ბუნგალოთი მასპინძლობს, რომლებიც სავსეა ბაღებითა და აუზებით, ისინი ხშირად სხვადასხვა ბრენდთან და არტისტთან თანამშრომლობით გარდაიქმნება უნიკალურ სივრცეებად. სასტუმრო 12 ჰექტარ ტროპიკული და ეგოზიტიკური ყვავილების ბაღს, ბანანისა და 80 წლის პალმის ხეებს მოიცავს. 

The Beverly Hills Hotel-ის მემკვიდრეობის განახლება Champalimaud Design-ის გუნდს ეკუთვნის, რომლებმაც სამხრეთ კალიფორნიით შთაგონებული ფერთა პალიტრა - ვარდისფერი, მწვანე და ოქროსფერი გამოიყენეს. ავეჯის სტილი მოიცავს 40-იანი წლების ფრანგულ და ჰოლივუდის სტილის ნაზავს. რაც შეეხება ბუნგალოებს, თითოეული მათგანი აღდგენილია ლეგენდარული სტუმრების შთაგონებით - მაგალითად,  Bungalow 5 - ელიზაბეტ ტეილორს, Bungalow 22 - ფრენკ სინატრას, ხოლო Bungalow 1 - მერლინ მონროს ეძღვნება.

Beverly Hills Hotel-ის ერთ-ერთ გამორჩეულ ნაწილს Polo Lounge - ამერიკული სამზარეულო იტალიური შტრიხებით წარმოადგენს, რომელიც კლასიკური ჰოლივუდის სტილის გარემოს ქმნის, სადაც ვარდისფერი და ატმისფერი ეწყმის მწვანეს და პეიზაჟებით - პალმის ხეებითა და ყვავილების ბაღით ტკბობის საშუალებს აძლევს სტუმრებს. 

IMG_5911.jpeg 302.04 KB

სასტუმროში ასევე შეხვდებით Fountain Coffee Room-ს, რომელიც ჰოლივუდის ვარსკვლავებს 1949 წლიდან მასპინძლობს და Cabana Cafe-ს, რომელიც აუზის მიმდებარედ, ლოს-ანჯელესის მზის ქვეშ ღია სივრცეში მდებარეობს.

სასტუმროს შვიდი, ელეგანტური სპა, დიზაინერ Alexandra Champalimaud-ს ეკუთვნის, რომელმაც კალიფორნიის ფლორისა და ფაუნის შთაგონებით იმუშავა და მთელ სივრცეზე, რომელსაც სპა მოიცავს, შეხვდებით არაერთ შტრიხს ბუნებიდან, მათ შორის - ბანანის ფოთლებს და ძვირფას ქვას - ლაპის ლაზურს, დამახასიათებელი მუქი ლურჯი ფერით. დამსვენებლებს სპაში შეუძლიათ უამრავი სახის მასაჟის ჩატარება, მათ შორის - Marilyn Monroe Massage, ასევე არომათერაპიის, თავის მოვლისა და გამაჯანსაღებელი პროცედურებით სიამოვნება.


ფოტოების წყარო: Dorchester Collection