სოფია კოპოლას ფილმოგრაფიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ლოკაციებს - მის საყვარელ სასტუმროებს - ტოკიოში, ლოს-ანჯელესსა და ნიუ-იორკში. მის ფილმებში არაერთ კადრს შეხვდებით ცნობილი სასტუმროების ნომრებში, ლაუნჯებში, აუზებსა თუ ბარებში.
The Park Hyatt Tokyo ფილმში Lost in Translation
ტოკიოში მდებარე The Park Hyatt სოფია კოპოლამ 1999 წელს, Virgin Suicides-ის წარდგენის დროს აღმოაჩინა, როდესაც სასტუმროში გარკვეული დრო გაატარა, ქალაქიც შეიყვარა და მის 2003 წლის ფილმში - Lost in Translation-ში გადაიღო. ფილმში მთავარ როლებს ბილ მიურეი და სკარლეტ იოჰანსონი ასრულებენ, შეხვდებით არაერთ კადრს The Park Hyatt-ის სხვადასხვა სივრცეებიდან, მათ შორის - ნომრები, ბარი, საცურაო აუზი, ულამაზეს ტოკიოს ხედებს სასტუმროს 47-ე სართულის ოთახიდან.
The Chateau Marmont Los Angeles ფილმში Somewhere
2010 წლის დრამა - Somewhere, პირველი ფილმია, რომელიც გადაღებულია ლოს-ანჯელესში, Sunset Boulevard-ზე მდებარე The Chateau Marmont-ში, Stephen Dorff-ისა და Elle Fanning-ის მონაწილეობით. სასტუმრო, რომლის ყოველი კუთხე ინახავს ჰოლივუდის სხვადასხვა ისტორიასა და საიდუმლოებებს, ფილმის უმთავრესი ნაწილია, მისი შემადგენელი ბაღითა და აუზით. ფილმი მოგვითხრობს მარკოზე, რომელიც მიუხედავად ფულის, დიდებისა და პროფესიული წარმატებისა, ეგზისტენციალურ კრიზისშია და ემოციურად ცარიელი ყოველდღიური ცხოვრება აქვს, 11 წლის ქალიშვილთან - კლეოსტან ერთად კი The Chateau Marmont-ში მიემართება. ფილმი იკვლევს მამა-შვილის ურთიერთობას და გვთავაზობს შოუბიზნესის ირიბ კომედიას, განსაკუთრებით კი ჰოლივუდის კინოსა და "ვარსკვლავის" ცხოვრებას.
The Carlyle New York ფილმში On the Rocks
On the Rocks - კოპოლას 2020 წლის ამერიკული კომედია-დრამაა, რომელიც მამა-შვილზე (ბილ მიურეისა და რაშიდა ჯონსის შესრულებით) მოგვითხრობს ამბავს, ისინი ეჭვობენ მთავარი გმირის მეუღლის ღალატის გამო. ფილმის პრემიერა შედგა ნიუ-იორკის კინოფესტივალზე 2020 წლის 22 სექტემბერს. ფილმში შეხვდებით სასტუმროს - The Carlyle, რომელიც 1930 წელს გაიხსნა და ცნობილია, როგორც "ნიუ-იორკის თეთრი სახლი", სადაც პრეზიდენტ ჯონ კენედის ცხოვრების ბოლო ათი წლის განმავლობაში ბევრი დრო აქვს გატარებული სასტუმროს 34-ე სართულზე. ფილმში ნახავთ სასტუმრო Carlyle-ის ბარის მდიდრულ და პრესტიჟულ ლაუნჯებს.
დაწერე კომენტარი