არგენტინელ-ესპანელმა არტისტმა ფილიპ პანტონიმ თავისი ბოლო ნამუშევრიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, ახალი მონუმენტური კედლის მხატვრობა - "OPTICHROMIE for Jersey City" შექმნა, რომელიც ნიუ-ჯერსიში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის 25 სართულს მოიცავს. ის პანტონის ყველაზე დიდი, მასშტაბური ნამუშევარია. ციფრული, მონოქრომული ნამუშევარი, გრადიენტებითა და ცოცხალი ფერების გეომეტრიული ნიმუშებით არის მოპირკეთებული და ნიუ-იორკის ხედთან ვიზუალურ კონტრასტს ქმნის.
OPTICHROMIE-ს შექმნის პროცესი ზედმიწევნით დაგეგმვასა და გუნდურ კოორდინაციას მოიცავდა. პანტონი ხუთ თანამშრომელთან ერთად მუშაობდა. მათ სულ 25 დღე დასჭირდათ ნამუშევრის შესაქმნელად. “ეს იყო ტიტანური მისია - 25 დღის განმავლობაში მე და ჩემმა გუნდმა გადავიტანეთ წვიმა, სიცივე, ორი მიწისძვრა და მზის დაბნელება!”
კედლის ზომები 70x20 მეტრია, რომლისთვისაც გუნდმა 170-ზე მეტი საღებავის გალონი გამოიყენა. პანტონი ინსტაგრამის პოსტში აღნიშნავს: ,,ეს იყო ულტრაფიზიკური ძალისხმევა, მაგრამ ასევე გონებრივი როგორც ჩემთვის, ასევე ჩემი გუნდისთვის. ამდენი დღე ერთ პროექტზე მუშაობა, ყველა გამოწვევით, რაც მას თან ახლდა, იყო რთული და მე ძალიან ვამაყობ!
ახლა, როცა ვხედავ დასრულებულ ნამუშევარს, ვფიქრობ, რომ ამად ღირდა, არასოდეს ნანობ, რომ მამაცი ხარ!”
ძალიან მაღალ წერტილებზე მუშაობის და გამოწვევების მიუხედავად, დასრულებული ნამუშევარი ქმნის ტრანსფორმაციულ გავლენას ურბანულ ლანდშაფტზე და ცვლის მნახველთა არქიტექტურულ აღქმას.
დაწერე კომენტარი