ანიშ კაპურის სოლო გამოფენა, სახელწოდებით "Unseen", წარმოდგენილია დანიაში, Arken-ის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში და 2024 წლის 20 ოქტომბრამდე გაგრძელდება. გამოფენა მოიცავს კაპურის ყველაზე მნიშვნელოვან და ფართომასშტაბიან მონუმენტურ ნამუშევრებს, სკულპტურებსა და ინსტალაციებს, რომლებსაც არტისტი 40 წლის განმავლობაში ქმნიდა. ზოგიერთი ნამუშევარი შექმნილია სპეციალურად საგამოფენო სივრცისთვის და ინტეგრირებულია Arken-ის მუზეუმის არქიტექტურასთან.
არტისტი ცნობილი გახდა 1980-იან წლებში თავისი გეომეტრიული და ბიომორფული სკულპტურებით, რომლებსაც ქმნის ისეთი მასალების გამოყენებით, როგორიცაა გრანიტი, კირქვა, მარმარილო და ფოლადი. მისი შემოქმედება სივრცით სპეციფიკურ დიდ სკულპტურებზე მუშაობით გამოირჩევა.
კაპურის ნამუშევრები მსოფლიოს არაერთ საჯარო სივრცეში, მუზეუმსა თუ გალერეაშია წარმოდგენილი. მას უკავშირდება რამდენიმე საკულტო საზოგადოებრივი ქანდაკების შექმნა, მათ შორისაა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, უზარმაზარი სარკე - Cloud Gate (2004) ჩიკაგოში, რომელიც ქალაქის ღირსშესანიშნაობად ითვლება.
ფოტოების წყარო: Arken
დაწერე კომენტარი