Louis Vuitton-მა ახალი კამპანია, სახელწოდებით Core Values წარადგინა, რომელშიც ლეგენდარული ჩოგბურთელები - როჯერ ფედერერი და რაფაელ ნადალი მონაწილეობენ. ახალი კამპანია იტალიის დოლომიტებში ფოტოგრაფმა ენი ლეიბოვიცმა გადაიღო.

Louis Vuitton-ის სარეკლამო კამპანიაში სპორტის ლეგენდების ერთად გადაღება პირველი შემთხვევა არ არის, 2022 წელს ენი ლეიბოვიცმა ასევე გადაიღო კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი.
დაწერე კომენტარი