ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი Cartier-ის ახალ სარეკლამო ვიდეორგოლში მონაწილეობს, სადაც ასევე შეხვდებით მსოფლიო ვარსკვლავებს - მონიკა ბელუჩის, დემი მურს, ჯულიეტ ბინოშსა და რემი მალეკს.
Cartier-ის კამპანია სამკაულების ახალ კოლექციას - "Nature Sauvage"-ს მიეძღვნა, რომლის პრეზენტაცია ვენაში მდებარე Kursalon Hübner-ში, მე-19 საუკუნით დათარიღებულ რენესანსის სტილის პავილიონში ჩატარდა, ხოლო ბრენდის საღამო Belvedere Palace-ში გაიმართა.
ხატია ბუნიათიშვილი Cartier-თან 2022 წლიდან თანამშრომლობს და სხვადასხვა ღონისძიებასა თუ საღამოზე ხშირად ატარებს ბრენდის ძვირფას სამკაულს.
ფოტოს წყარო: Cartier
დაწერე კომენტარი