შემოქმედებითი ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავებიდან ორი თვის შემდეგ ალესანდრო მიკელე Valentino-სთვის შექმნილ სადებიუტო კოლექციას - Avant les Débuts წარმოადგენს, რომლის ჩვენება პარიზში 29 სექტემბერს გაიმართება.
Valentino-ს 2025 წლის გაზაფხულის "ლუქ ბუქი", ქალისა და მამაკაცის ახალი რეზორტ-კოლექცია 170-ზე მეტ სილუეტს აერთიანებს, თითოეულ მათგანში კარგად ჩანს მიკელეს ესთეტიკა და ხედვა, კოლექციაში 70-80-იანი წლების დამახასიათებელ სტილს და რეფერენსებს შეხვდებით.
თავსაბურავები, დიდი ზომის სათვალეები, ბეწვით მორთული ქურთუკები, მაქმანებიანი კაბები, ტვიდის კოსტიუმები, ყვავილოვანი პრინტები, მარგალიტებითა და პატარა ზომის ბაფთებით გაფორმებული სამოსი და აქსესუარები - ახალ კოლექციაში მიკელეს დეტალებისადმი ყურადღება და ინტერესი გამოიხატება.
"ეს ჯადოსნური ადგილია და პირველივე დღიდან ვიგრძენი, რომ რაღაც განსაკუთრებული მოხდა - ეს იყო ქიმიური რეაქცია”, “შემიყვარდა Valentino, რომელიც ჩემი სახლი გახდა და ეს მხოლოდ დასაწყისია, რადგან ეს ადგილი ოკეანესავით ღრმაა..." - ამბობს მიკელე იტალიური მოდის სახლისა და ბრენდის დამფუძნებლის, ვალენტინო გარავანის მდიდარი მემკვიდრეობის შესახებ.
იტალიური მოდის სახლის - Valentino-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელის პოსტზე ალესანდრო მიკელემ პიერპაოლო პიჩოლი 2024 წლის აპრილში შეცვალა. მიკელე 2015 წლიდან, 7 წლის განმავლობაში Gucci-ს ხელმძღვანელობდა.
ფოტოს წყარო: Vogue Runway
დაწერე კომენტარი