არქიტექტორმა ალვარო სიზამ პორტუგალიის ქალაქ პორტოში მდებარე ძველ მონასტერზე - Leça do Balio-ზე იმუშავა, რომელიც განახლებული სახით Livraria Lello Foundation-ის შტაბ-ბინა იქნება. ძველი რომაული მონასტრის ნაშთებზე აგებული ეროვნული ძეგლი დამთვალიერებელს სხვადასხვა საინტერესო გამოფენას შესთავაზებს, სადაც ცნობილი საზოგადო მოღვაწეებისა და თანამედროვე მხატვრების ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი.
სიზას მშობლიურ ქალაქ მატოსინჰოსთან მდებარე პროექტი არქიტექტორის ადრეული ბავშვობის გატაცებას - მოქანდაკეობას ეხმიანება. სიზას აგებულ 12 და 14 მეტრის სიმაღლის კოშკებთან ერთად Leça do Balio-ში მისი შექმნილი სკულპტურა, სახელწოდებით Wayfarer მდებარეობს. ახალი პროექტი წარმოადგენს ისტორიის, არქიტექტურისა და ლანდშაფტის შერწყმას, რომელზეც არქიტექტორმა მონასტრის ფესვებისა და მნიშვნელობის პატივისცემით იმუშავა.
განახლებული Leça do Balio 22 ივნისს გამოფენით - Act the Thought-ით გაიხსნება, რომელიც დეზინფორმაციის თემას იკვლევს და სალმან რუშდის, მალალა იუსაფზაის და აი ვეი ვეის ისტორიებსა და ინსტალაციებს გააერთიანებს.
Leça do Balio მეხუთე ნაგებობაა, რომელიც სიზამ Serralves Foundation-ისთვის დააპროექტა, Serralves-ის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის, Manoel de Oliveira - კინოს სახლის, მებაღეების სახლისა და აღდგენილი Serralves Art Déco Villa-ს შემდეგ.
ფოტოს წყარო: Designboom
დაწერე კომენტარი