ყველაზე დიდი ბრიტანული მუსიკალური არტ-ფესტივალი - გლასტონბერი უკვე დაიწყო და წელს 26-30 ივნისს სამერსეტში, სამხრეთ-დასავლეთ ინგლისში იმართება. ფესტივალი, რომელსაც საფუძველი 1970 წელს ჩაეყარა, დღემდე არ კარგავს აქტუალობას და მასზე დასწრება ბევრი ვარსკვლავის საზაფხულო, საყვარელი აქტივობაა, მათ შორისაა ლეგენდარული მოდელი - ქეით მოსი, რომელიც 2000-იანი წლების დასაწყისიდან გლასტონბერის ფესტივალის ხშირი და ერთგული სტუმარი იყო და წლების განმავლობაში ფესტივალის საკუთარი, დამახასიათებელი სტილიც დაამკვიდრა, რომელიც დღესდღეობით არაერთი სტუმრის ჩაცმულობის შთაგონების წყაროა. მოკლე შორტების შეხამება პიჯაკებთან, ჟილეტებთან და ქურთუკებთან, ბეწვის მოსასხამები, ტყავის შარვლები, ქამრები და ჩექმები - გავიხსენოთ ქეით მოსის დასამახსოვრებელი საფესტივალო ლუქები გლასტონბერიზე.

IMG_9246.png 710.87 KB
2003 წლის გლასტონბერის ფესტივალს ქეით მოსი ვარდისფერი მინი კაბით დაესწრო, თუმცა მის ლუქში მთავარი შტრიხი ფეხსაცმელი - მეკობრეს სტილის ზამშის ჩექმები იყო, რომელიც სწრაფად აიტაცა საზოგადოებამ და 2000-იანი წლების დასაწყისში ამ სტილის ჩექმები ახალგაზდა გოგონებში საკმაოდ პოპულარული იყო.
IMG_9255.png 651.84 KB
შემდეგ წელს, 2004 წლის ფესტივალზე, მოსმა ჩექმებში ჩაყოლებული ტანზე მოყვანლი ჯინსი და საკმაოდ ორიგინალური, ნაქარგებიანი ჟილეტი მოირგო, რომელიც ბეწვის შარფით გააფორმა.

მოსის ყველაზე ცნობილ ჩაცმულობებს შორის არის 2005 წლის ფესტივალის ლუქები და კლასიკური, რეზინის შავი ბოტები, რომელიც მოდელმა ჟილეტისა და მოკლე შორტის კომბინაციასთან ერთად, ოქროსფერ, მბზინავ მინი კაბასაც მოუხდინა და დაამკვიდრა ჩაცმის ტენდენცია, რომელიც თითქმის 20 წლის მერეც აქტუალურია.

2007 წლის ფესტივალზე მოსის ჩაცმულობებს შორის არის ისევ მოკლე, დაბალწელიანი, თეთრი შორტები შავი ქამრით და მეორე სრულად შავი ლუქი, რომელშიც ქეითმა ერთმანეთს პრიალა, ვინილის შარვალი და ტყავის ფეხსაცმელები შეუხამა. 

2008 წლის გლასტონბერი და კიდევ ერთი, დღემდე ტენდენციური ლუქი - ვინტაჟური ჟილეტითა და ტყავის ქურთუკით, რეზინის ბოტებით, რომელსაც მოსმა ამავე წლის კიდევ ერთი ლუქი მოარგო, ღია ფერის ჯინსებითა და ვერცხლისფერი მეტალის მაისურით. 

IMG_9253.png 490.12 KB
დაბალი ტყავის ჩექმები მოსმა კოვბოის სტილის საკულტო ჩექმებით ჩაანაცვლა, რომლითაც 2010 წლის გლასტონბერიზე გამოჩნდა, კოვბოის ფეხსაცმელებს კი მისი საყვარელი - მოკლე ჯინსის შორტები და ნაცრისფერი პიჯაკი შეუხამა. 
IMG_9254.png 390.28 KB
2013 წლის ფესტივალის ლუქები კი მოსმა მაღალქუსლიანი, ტყავის ჩექმების გარშემო ააწყო - იგი შავი ჯინსებითა და ტყავის ყავისფერი, ბეწვით გაწყობილი ქურთუკით გამოჩნდა.


ფოტოს წყარო: Vogue