Gucci-მ თავისი ცნობილი სუნამოების კოლექცია - Flora გააფართოვა და ახალი პარფიუმი - Gucci Flora Gorgeous Orchid გამოუშვა, რომელიც ბრენდის პირველი გურნამული სურნელია. ახალი სუნამოსადმი მიძღვნილ კამპანიაში მაილი საირუსი მონაწილეობს, რომელიც 2021 წლიდან Gucci Flora-ს სახეა.

View this post on Instagram

A post shared by Gucci Beauty Official (@guccibeauty)


ახალი კამპანია და სარეკლამო ვიდეორგოლი საბატო დე სარნოს შემოქმედებითი ხელმძღვანელობით მაილის ცნობილ, გრემის მფლობელ სიმღერაზე - Flowers-ზეა გადაღებული, ლოს-ანჯელესში მდებარე ჰოლივუდის განთქმული ნიშანის ფონზე და საკუთარი თავის რწმენას, გაძლიერებასა და სიყვარულს ეძღვნება.
ახალი Flora Gorgeous Orchid არის ყვავილებისა და ხილის სურნელის ნაზავი, რომელიც ვანილის, ორქიდეასა და ოზონის ნოტებს აერთიანებს.