Cheval Blanc St-Tropez ხმელთაშუა ზღვისპირას მდებარეობს და ფრანგული რივიერას ცხოვრების წესს ასახავს. სასტუმრო, რომელიც 1936 წელს აშენდა, თავდაპირველად ცნობილი იყო, როგორც La Résidence de la Pinède, წლების შემდეგ, რეკონსტრუქციისა და განახლების შედეგად, რომელზეც არქიტექტორმა ჟან-მიშელ ვილმოტმა იმუშავა, სასტუმრომ მრავალწლიან მემკვიდრეობაზე დაყრდნობით ახალი სახე მიიღო და დღეს სტუმრებს Cheval Blanc St-Tropez-ის სახელით მასპინძლობს.

სასტუმროში სულ 30 ნომერია დამსვენებლებისთვის, რომელთა უმეტესობას ტერასა და ფართო აივნები აქვს, საიდანაც ხმელთაშუა ზღვის, სენ-ტროპეს ცნობილი სანაპიროს და ფიჭვის ტყეების ხედი იშლება. სასტუმროს ინტერიერს აფორმებს ხელოვანის - როჯერ კაპრონის კერამიკული ნამუშევრები, ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც იდეალურად უკავშირდება სასტუმროს კონცეფციასა და გარემოს, ხოლო საძინებლები არტ-ნუვოს სტილის შთაგონებითაა შექმნილი, ლურჯ და კრემისფრებში. 

Cheval Blanc St-Tropez-ში ცნობილი რესტორანი - La Vague d'Or მდებარეობს, რომელსაც მიშლენის სამი ვარსკვლავი აქვს მიღებული, სამზარეულოს შეფმზარეული Arnaud Donckele მართავს და სტუმრებს მრავალფეროვან მენიუს სთავაზობს, აქვე მდებარეობს La Terrasse რესტორანი, სეზონური და ადგილობრივი ინგრედიენტებით მომზადებული კერძებით. სასტუმროში ასევე შეხვდებით საზღვაო დეკორის ბარს - Le Bar-ს გამაგრილებელი სასმელების მრავალფეროვანი არჩევანით. 

სასტუმრო მისი მდებარეობიდან გამომდინარე, სტუმრებს Bouillabaisse-ის ქვიშიან პლაჟზე დასასვენებლად მასპინძლობს, რომელსაც ღია აუზი გადაჰყურებს, დამსვენებლებს საშუალება აქვთ ჩაერთონ წყლის სპორტულ აქტივობებსა და საზღვაო ექსკურსიებში. 

სპეციალურად Spa Cheval Blanc St-Tropez-ისთვის, სასტუმროს სპა გამოცდილებისთვის, ერთ-ერთმა უძველესმა და გამორჩეულმა ფრანგულმა ბრენდმა - Guerlain-მა მასაჟებისა და პროცედურების ფართო სპექტრი შექმნა, რომელიც დამსვენებლებისთვისაა განკუთვნილი და მათ უამრავი სახის პროცედურას სთავაზობს.


ფოტოს წყარო: Cheval Blanc St-Tropez