მატილდა გვარლიანი 5′ Eleven Magazine-ისთვის გადაიღეს, გამოცემა, სახელწოდებით ‘’The Silk Road Issue’’ სხვადასხვა ქვეყნის პეიზაჟებსა და მოდას აერთიანებს, ქართველი მოდელი ფოტოგრაფმა მატ ესტონმა საქართველოში, ყაზბეგში გადაიღო.

გარდა იმისა, რომ მოდელი თავის სამშობლოშია გადაღებული, მან ფოტოსესიაზე ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი სამოსი მოირგო - ლადო ბოკუჩავას, Situationist-ისა და თაკო მექვაბიძის კოლექციებიდან.

IMG_9642.jpeg 509.99 KB

ქართველი მოდელის კიდევ ერთი სიახლე Isabel Marant-ის ახალი Resort 2025 კოლექციის,‘’Fringe Element‘’-ის კამპანიაში მონაწილეობაა, სადაც მატილდა ცნობილმა ფოტოგრაფმა - Robin Galiegue-მ გადაიღო.

IMG_9633.jpeg 839.23 KB


ფოტოს წყარო: 5′ Eleven Magazine, Vogue