ჯეიმს დაივის გამდნარი ნაყინის ინსტალაცია - Hot With a Chance of a Late Storm, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით არაერთ სანაპიროზე გამოჩნდა, წარმოადგენს ხელოვანის კომენტარს გლობალური დათბობის პრობლემის შესახებ.
“ბევრი ბავშვი ატირდა, როდესაც გამდნარი ნაყინის ფურგონი Tamarama-ის სანაპიროზე გამოჩნდა, თუმცა ეს მარტივი შინაარსი კლიმატის ცვლილების შესახებ ყველაზე მძლავრი მესიჯი აღმოჩნდა”, - ამბობს ავტორი ნამუშევრის შესახებ, რომელიც შემდგომში პარიზის კლიმატის სამიტზე People’s Choice & Children’s Prize-ით დაჯილდოვდა. ცხელ ქვიშაზე გამდნარი ნაყინის ფურგონი, რომელიც აერაერთ საერთაშორისო დიზაინის ფესტივალზე წარმოადგინეს, მათ შორის ბოლოს ლონდონის დიზაინის კვირეულზე, თავისი მარტივი შინაარსითა და განსაკუთრებული ვიზუალით ყოველთვის იქცევს დამთვალიერებლის ყურადღებას და განსაკუთრებით ცხელიზაფხულის პერიოდში,გლობალური დათბობისა და კლიმატის ცვლილების მისალოდნელი საფრთხეების შესახებ კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს.
ფოტოს წყარო: Ignant, Designboom
დაწერე კომენტარი