Sun & Sea ოპერა-პერფომანსია, რომლითაც არტისტებმა დახურულ სივრცეში სანაპიროს იმიტაცია შექმნეს - ქოლგებით, დამსვენებლებით, ძაღლებითა და ბავშვებით. პერფომანსს აფორმებდა სიმღერა, რომელიც ეხება კლიმატის ცვლილებასა და ეკოლოგიურ პრობლემებს. ნამუშევარი სამი არტისტის - Rugilė Barzdžiukaitė-ს, Vaiva Grainytė-სა და Lina Lapelytė-ს კოლაბორაციული ნამუშევარია.
ნამუშევარი წარმოდგენილი იყო 2019 წლის ვენეციის 58-ე ბიენალეზე, ლიეტუვის პავილიონის მიერ, სწორედ Sun & Sea-მ მოიპოვა ფესტივალის მთავარი ჯილდო - ოქროს ლომი. ნამუშევრის სადებიუტო ჩვენება კი 2017 წელს, ვილნიუსის ხელოვნების ეროვნულ გალერეაში გაიმართა.
Sun & Sea-ს მთავარი კონცეფცია კლიმატის ცვლილების მიზეზებს, ფიზიკურ ზემოქმედებას და ისეთ თემებს უკავშირდება, როგორებიცაა გლობალური დათბობა, ზღვის მოქცევა, ოკეანის დაბინძურება, გარემოს საფრთხეები და ექსტრემალური ამინდი. პერფომანსი 1 საათი გრძელდებოდა, 2019 წლის ბიენალეზე კი Sun&Sea-ს დღის განმავლობაში რვა საათი ეთმობოდა.
Sun & Sea ნამუშევარმა საზოგადოებამდე მიიტანა რეზონანსული გზავნილი, რომ სანაპიროები, რომლებიც გაიგივებულია თავისუფლებასთან, სიხარულთან და გართობასთან, შეიძლება ჩაითვალოს პლანეტის მნიშვნელოვან და საყურადღებო პრობლემად.
დაწერე კომენტარი