Carsten Höller-ის ნამუშევარი - Upside Down Mushroom Room 2000 წელს შეიქმნა Fondazione Prada-ს OMA-ს დიზაინის შენობის გახსნისთვის. გერმანელი არტისტი შთაგონებულია კვლევითი ექსპერიმენტებითა და მის გარშემო არსებული სამყაროთი, იკვლევს ადამიანის ქცევას, აღქმას და ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობებს, Upside Down Mushroom Room წითელ და თეთრ, მასიურ სოკოებს წარმოადგენს, რომელიც ჭერზე თავდაყირაა ჩამოკიდებული.
გიგანტური სოკოები როგორც ბავშვებს, ისე უფროსებს შესაძლებლობას აძლევს თავი ერთგვარ საოცრებათა ქვეყანაში იგრძნონ, Höller-ის იმერსიული მიდგომით ინსტალაციები დამთვალიერებლის რეალობისა და აღქმის შესახებ ჩამოყალიბებულ ცნებებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და მათ ,,საკუთარი თავის კვლევისკენ’’ უბიძგებს.
ჰოლერის თავდაპირველი ინტერესი სოკოების და მათი ფსიქოდელიური თვისებების მიმართ Upside Down Mushroom Room-ის შექმნამდე წლებით ადრე გაჩნდა. 1996 წელს, როგორც მეცნიერმა, კვლევა ჩაატარა ბუზის აგარის სოკოზე და აღწერა მისი ეფექტი, რის შედეგადაც გამოუშვა ვიდეო, სახელწოდებით - Muscimol.
Höller-ის ადრეულ ინტერაქტიულ პროექტებს შორისაა - Flugmaschine 1996 მფრინავი მანქანა, Giant Psycho Tank (1999), შექმნა გიგანტური მილისებური სლაიდების თანმიმდევრობა, რომელიც გარდაქმნის ვიზიტორების გამოცდილებას შენობის შესახებ, სადაც ისინი მოძრაობენ, ასევე ეკუთვნის ხუთი სლაიდის ნაკრები, რომელიც წარმოდგენილია Turbine Hall-ში, Tate Modern, ლონდონში.
Höller-ის მთავარი ინტერესი და გამოწვევაა ინსტალაციების და ნამუშევრების მიერ მონაწილე ადამიანებზე კონტროლის დროებითი დაკარგვა, რომელიც შედეგად საინტერესო ემოციურ მდგომარეობას იწვევს, მისი ნამუშევრები აერთიანებს ხელოვნებას, თამაშს, კვლევასა და ფენომენოლოგიას.
Down Mushroom Room-ის შემდეგ Höller-ის ნამუშევრებში ისევ შეხვდებით სოკოებს, მან 2014-15 წლებში შექმნა The Giant Triple Mushroom სკულპტურა, სამი ერთმანეთისგან განსხვავებული სოკოს გაერთიანება, რომელიც ერთდროულად ემპირიულად და სიურრეალისტურად გამოიყურება, ასევე კიდევ ერთი ნამუშევარი - Flying Mushrooms (2015).
ფოტოების წყარო: Artsy, Elephant, Reddit
დაწერე კომენტარი