თეთრი, გასაბერი ციხესიმაგრე, რომლის სიგრძე 30 მეტრს, ხოლო სიმაღლე 11 მეტრს შეადგენს, შექმნილია მოცეკვავეებისა და ქორეოგრაფების - უილიამ ფორსაითის, დანა კასპერსენისა და ჯოელ რაიანის მიერ 1997 წელს.
ქორეოგრაფიული და ინტერაქციული ინსტალაციის მთავარი მიზანი სტუმრების სხეულის მთლიანად დესტაბილიზაციის შეგრძნებაა, რასაც ხელს უწყობს ჯოელ რაიანის შექმნილი მუსიკალური კომპოზიცია.
გარდა White Bouncy Castle-ისა, უილიამ ფორსაითს არაერთი საინტერესო და მრავალფეროვანი პერფომანსული ინსტალაცია და ქორეოგრაფიული ობიექტი აქვს შექმნილი სხვადასხვა კოლაბორაციით, მათ შორის - City of Abstracts (2000), Scattered Crowd (2002), The Fact of Matter (2009), Nowhere and Everywhere at the Same Time No. 2 (2013), Black Flags (2014) და Underall (2017).
ფოტოების წყარო: Steffan, Gagosian
დაწერე კომენტარი