საუკუნოვანი ისტორიის მქონე არტ-ნუვოს სტილის სასტუმრო -  Santa Caterina, რომელიც იტალიაში, ამალფის სანაპიროზე მდებარეობს, ზაფხულის დასვენებისთვის იდეალურ გარემოს ქმნის, კლდის პირას ჩაშენებული შენობის სანაპირო კლუბი ზღვაშია შეჭრილი, რომელსაც ციტრუსის, ლიმონის ხეები და კორომები, ტერასები და მრავალფეროვანი ყვავილოვანი ბაღები ამშვენებს.

2-View-from-the-lemon-gardens-2048x1705.jpg.png 1.68 MB

ამალფის ცხოვრების სტილის ამსახველი სასტუმრო 1870 წლით თარიღდება, როდესაც კერძო ოჯახური სახლი გადაკეთდა პატარა სასტუმროდ, რომელსაც Sainte Catherine ეწოდა. სასტუმროს შექმნა Gambardella-ს ოჯახს უკავშირდება, რომელთა თაობამ გააფართოვა იგი და დღემდე უძღვება Santa Caterina-ს განვითარებასა  და მუდმივ აღორძინებას. 

1_DSC06439.jpg.png 978.8 KB
1_DSC00749-1.jpg.webp 322.64 KB

დღესდღეობით სასტუმროში 72 ნომერია განთავსებული, რომლებიც აღჭურვილია მე-20 საუკუნის დასაწყისით დათარიღებული საოჯახო ნივთებითა და Vietri-ს ფერადი კერამიკული ნამუშევრებით. თითოეულ ოთახს აივანი, ტერასა ან დიდი ზომის ფანჯრები აქვს, რომელიც ამალფის სანაპიროსა და სასტუმროს ბაღებს გადაჰყურებს. 

სასტუმროში მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი რესტორანი - Glicine მდებარეობს, რომელიც რეგიონის სეზონური ინგრედიენტებით, ხმელთაშუა ზღვის არომატებზე დაფუძნებულ მენიუს ქმნის. სამზარეულოს შეფმზარეული ჯუზეპე სტანციონე ხელმძღვანელობს, რომლის შექმნილი მენიუ - "a la Carte" სეზონების მიხედვით მუდმივად იცვლება. გარდა კულინარიული გამოცდილებისა, რესტორანი თავისი პანორამული ვერანდითა და გარშემო მდებარე ბაღების სილამაზითაც გამოირჩევა. აქვე მდებარეობს Il Grottino Bar, რომელიც ორიენტირებულია განსაკუთრებული საღამოების, მცირე ღონისძიებებისა და რომანტიკული ვახშმების მოწყობაზე.

სასტუმროში ასევე მდებარეობს პროცედურების ფართო სპექტრით შექმნილი სპა, რომლის გამორჩეული ნაწილია სტუმრებისთვის ექსკლუზიური მასაჟი - "Oro di Amalfi", რომელიც ლიმონის დელიკატური ზეთით კეთდება და როგორც მატონიზირებელი და დამარბილებელი, ისე გამწმენდი ეფექტი აქვს.


ფოტოს წყარო: The Perfect Hideaway, Hotel Santa Caterina