1928 წელს ფლორიდაში, St. Pete-ის პლიაჟზე ექსტრავაგანტური წვეულებით სასტუმრო - The Don CeSar გაიხსნა, რომელსაც დღემდე ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ვარდისფერ სასახლეს, თავისი ექსტერიერის გამო. სასტუმრო, რომლის აშენება Thomas Rowe-ს უკავშირდება, გახსნიდან მალევე იქცა იმდროინდელი ჯაზის ეპოქის ვარსკვლავების და სხვადასხვა ცნობილი ადამიანის საყვარელ ადგილად, სასტუმროს ხშირად სტუმრობდნენ - ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი, კლარენს დაროუ, ალ კაპონე და ფრანკლინ დელანო რუზველტი.
სასტუმრო 1985 წლიდან 2001 წლამდე რამდენჯერმე განახლდა და დაემატა სხვადასხვა სივრცეები, მათ შორის - დიდი სპა, რესტორანი და მეორე გარე საცურაო აუზი. დღესდღეობით სასტუმროს ოფიციალური სახელწოდებაა - The Don CeSar Beach Resort and Spa, პლაჟის კლუბითა და უმაღლესი ხარისხის სპა მომსახურებით.
სასტუმრომ თავდაპირველი მფლობელისგან სახელწოდება უილიამ ვინსენტ უოლესის ოპერის, „მარიტანას“ გმირის - Don César de Bazan-ის პატივსაცემად მიიღო. ის 277 ნომერს აერთიანებს, რომლებიც არტ-დეკოს სტილშია გადაწყვეტილი, დამახასიათებელი ორნამენტებითა და გეომეტრიული ფიგურებით, ნათელ და ღია ფერთა პალიტრის ავეჯით, ტექსტურებითა და მასალებით.
The Don CeSar-ში რამდენიმე ბარი და რესტორანი მდებარეობს - Maritana, AAA Four-Diamond საზღვაო დეკორაციებსა და 1920-იანი წლების ელფერს აერთიანებს, რესტორანი სეზონური ინგრედიენტებით მომზადებულ კერძებზეა ორიენტირებული. სასტუმროში 1950-იანი წლებიდან მუშაობს - Uncle Andy’s Market, რომელიც მრავალი წელია დამსვენებელს სხვადასხვა სახეობის საფირმო ნაყინს სთავაზობს, აქვე შეხვდებით ბარებს - Lobby Bar, Beacon Pool Bar & Lookout, The Rowe Bar - სასმელების, კოქტეილების და კერძების მრავალფეროვანი მენიუთი.
სასტუმროს დამახასიათებელ ვარდისფერ ექსტერიერს სანაპირო, კერძო პლაჟი და ორი გარე აუზი ამშვენებს, ლაუნჯებითა და მოსასვენებელი სივრცეებით. სასტუმროში მდებარეობს Spa Oceana - მისი 16 ოთახი აერთიანებს სხვადასხვა გამაჯანსაღებელ, სარელაქსაციო პროცედურებს, აბაზანებს, ორთქლის ოთახებს, სალონსა და ტერასას, მექსიკის ყურეს ხედებით.
გარდა იმისა, რომ The Don CeSar-მა წლების განმავლობაში არაერთ ცნობილ ადამიანს უმასპინძლა, სასტუმროს სცენებს რამდენიმე ფილმში შეხვდებით, მათ შორის 1984 წლის ლეგენდარულ - ‘’Once Upon a Time in America’’-ში, ასევე სასტუმროში გადაღებულია 1980 წლის ‘’Health’’, 1993 წლის ‘’Forever Mine’’ და 2016 წლის ‘’The Infiltrator’’.
დაწერე კომენტარი