Loewe-მ მამაკაცის ახალი, 2024 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია წარადგინა, რომლის კამპანიაში ჰოლივუდის ვარსკვლავი, ჯეიმს ბონდის როლის შემსრულებელი - დენიელ კრეიგი მონაწილეობს.

დენიელ კრეიგი ახალი კამპანიის ფარგლებში ფოტოგრაფმა David Sims-მა გადაიღო, მან ნაქსოვი სვიტერები, ტყავის ქურთუკი, ფერადი შარვლები და სათვალეები მოირგო. ჰოკინსის ნამუშევრები, ანდერსონის ხედვა და მოდის სახლის ესთეტიკა ერთიანდება და ერწყმის პოპ-კულტურას. კამპანიის მთავარი მიზანია შეისწავლოს პერსონაჟებისა და მათი სამოსის ერთმანეთთან კავშირი.
რიჩარდ ჰოკინსის ნამუშევრებით შთაგონებული კოლექციის კამპანიაში დენიელ კრეიგთან ერთად ასევე ვხვდებით ბრენდის ამბასადორს, მსახიობ გრეტა ლის.
ფოტოს წყარო: Jonathan Anderson




დაწერე კომენტარი