დეა კულუმბეგაშვილის ახალი ფილმი - ‘’აპრილი’’ ვენეციის 81-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ კონკურსზე მოხვდა. კინოფესტივალი 28 აგვისტოს დაიწყება და 7 სექტემბერს დასრულდება. დეა კულუმბეგაშვილთან ერთად მთავარი ჯილდოსთვის იბრძოლებენ ცნობილი რეჟისორები - ლუკა გუადანინო, პედრო ალმოდოვარი, ლუის ორტეგა, ბრეიდი კორბეტი, ტოდ ფილიპსი და სხვები.
ფილმში - ‘’აპრილი’’ მთავარ როლებს ქართველი მსახიობები - ია სუხიტაშვილი, კახა კინწურაშვილი და მერაბ ნინიძე ასრულებენ. დეა კულუმბეგაშვილი მეოთხე ქართველი რეჟისორია, მიხეილ ჭიაურელის, ლანა ღოღობერიძისა და ოთარ იოსელიანის შემდეგ, რომელიც ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ კონკურსში მონაწილეობს.
ქართველი რეჟისორი და სცენარისტი 2023 წელს ბერლინის კინოფესტივალის პროგრამის ჟიურის წევრი გახდა, ხოლო ფილმისთვის - ‘’დასაწყისი’’ სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალის ჯილდო მოიპოვა.
ფოტოს წყარო: La Biennale di Venezia
დაწერე კომენტარი