MUBI-ის პლატფორმაზე წარმოშობით ქართველი რეჟისორის - ლევან აკინის ფილმის, ,,გზაჯვარედინზე” ტრეილერი გამოქვეყნდა, რომელიც ხუთი ქვეყნის კოპროდუქციაა. ფილმი აერთიანებს ქართული კომპანიის - 1991 Productions-ის თანამშრომლობას შვედ, ფრანგ, დანიელ და თურქ პარტნიორებთან.

450084914_393374723757139_122051905160942831_n.jpg 191.04 KB
ფილმის პრემიერა 15 თებერვალს 2024 წლის წლის ბერლინალეს კინოფესტივალზე შედგა, სადაც სწორედ ლევან აკინის ფილმით სექცია - ,,პანორამა” გახსნა. ფილმმა ბერლინალეზე საუკეთესო სამსახიობო ანსამბლისათვის ჯილდო - TEDDY Jury Award დაიმსახურა.  22 მარტს კი ფილმი შვედეთში გამოვიდა. 

‘’გზაჯვარედინზე’’- მთავარ როლებს მზია არაბული, ლუკა კანკავა და დენიზ დუმანლი ასრულებენ. ქართულ და თურქულ ენებზე წარმოდგენილი ფილმის სიუჟეტი მასწავლებელ ლიაზე მოგვითხრობს, რომელიც ცდილობს გაარკვიოს, რა შეემთხვა მის დისშვილ თეკლას, რომელიც დიდი ხნის წინ დაიკარგა. თეკლას საძებნელად ლია მეზობელ აჩისთან ერთად თურქეთში მიემგზავრება, სადაც ახალი თავგადასავალი იწყება.

View this post on Instagram

A post shared by MUBI (@mubi)


ფოტოს წყარო: MUBI