მატილდა გვარლიანი ფრანგული Harper's Bazaar-ის აგვისტოს ნომრის ედიტორიალისთვის - „Vue sur la Plage“-სთვის ფოტოგრაფმა - ბრაიან ლისთონმა გადაიღო.
ქართველ მოდელს ახალ კამპანიაში სხვადასხვა ცნობილი ბრენდის სამოსში ვხვდებით, მათ შორის - Gucci, Saint Laurent, Louis Vuitton, Celine, JW Anderson, Burberry, Calvin Klein და Paul Smith. მოდელის სტილზე გაბრიელ მარსეკამ, მაკიაჟზე Hannah Murray-მ, თმის ვარცხნილობაზე კი Ryan Mitchell-მა იზრუნეს.
მატილდა გვარლიანი წელს ასევე გადაიღეს იტალიური და მექსიკური Vogue-სთვის, მოხვდა ჟურნალების - Self Service-სა და 5′ Eleven Magazine-ის გარეკანებზე. მატილდა პირველი ქართველი მოდელია, რომელიც წელს Models.com-ის 50 ყველაზე წარმატებულ, გამორჩეულ ახალგაზრდა მოდელთა სიაში დასახელდა
ფოტოს წყარო: Bryan Liston, Gabrielle Marceca
დაწერე კომენტარი