ფსორიაზი კანის ქრონიკული ანთებითი დაავადებაა, რომლის სხვადასხვა ფორმა არსებობს. ის იწვევს ეპიდერმისის და დერმის ანთებას, რომლის დროსაც ჭარბად წარმოიქმნება ეპიდერმული კერატინოციტები, რის გამოც კანზე ჩნდება აქერცლილი გამონაყარი. სწორი მკურნალობა და ფსორიაზისთვის განკუთვნილი სპეციალური პროდუქტების გამოყენება, პაციენტების ჩივილებს და სიმპტომებს მკვეთრად ამცირებს. ფსორიაზის მკურნალობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე, რის გამოც აუცილებელია კომპლექსური მიდგომა, ექიმის დანიშნულებით მკურნალობა. გიზიარებთ ფსორიაზის სამკურნალო თმის მოვლის საშუალებებს, რომელთა უმეტესობა რეკომენდებულია "ფსორიაზის ეროვნული ფონდის" მიერ.
Neutrogena-ს შამპუნი T/Gel ფსორიაზის და სებორეული დერმატიტის სამკურნალოდ გამოიყენება, შეიცავს სალიცილის მჟავას, რაც უზრუნველყოფს სკალპის გასუფთავებას მკვდარი უჯრედებისგან, ამცირებს გაღიზიანებასა და ქავილს, არ შეიცავს პარფიუმს. შამპუნი გამოიყენება კვირაში ორჯერ.
ფსორიაზის, ქერტლის და ატიპიური დერმატიტის სამკურნალო შამპუნი, 3%-იანი ქვანახშირის შემცველობით, ამცირებს სიწითლეს, ფსორიაზის ნადებს, აღადგენს კანის გაღიზიანებულ ნაწილებს.
ნორევას შამპუნი Psoriane მასში შემავალი ალფა და ბეტა მჟავებით ხელს უწყობს კანის ექსფოლიაციას, ამცირებს სკალპზე ფსორიაზის შედეგად გამოწვეულ გარქოვანებულ და გაღიზიანებულ უბნებს. შამპუნი გამოიყენება როგორც მშრალი, ასევე ცხიმიანი სკალპის სამკურნალოდ, ხსნის დისკომფორტსა და ქავილის შეგრძნებას.
Nutrafol Stress Reliever არის მსუბუქი შრატი, რომელიც კარგად ატენიანებს სკალპს, ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს და აბალანსებს კანის მიკრობიომის pH დონეს, რაც უზრუნველყოფს სკალპის სიჯანსაღეს. შრატის ძირითადი ინგრედიენტებია - გლიცერინი, ქინოას ექსტრაქტი და რძემჟავა.
Act + Acre Cold Processed Scalp Detox
Act + Acre-ის სკალპის დეტოქს ზეთი შეიცავს დამამშვიდებელი მოქმედების ალოეს, მორინგას და ბაობაბის ზეთების ნაზავს, ასევე ანტიოქსიდანტებით მდიდარი რეჰანის ფოთლების ექსტრაქტს, რათა სკალპმა შეინარჩუნოს ტენიანობა.
სამი პროცენტი სალიცილის მჟავის შემცველობით და დამამშვიდებელი თუთიის კომპლექსით - Dermarest Psoriasis Medicated-ის, შამპუნის და კონდიციონერის მიზანია აღმოფხვრას სკალპის ფსორიაზის სხვადასხვა სიმპტომი, მათ შორის - ქავილი, სიწითლე და ძლიერი აქერცვლა.
დაწერე კომენტარი