თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის წარდგენით, კონკურსში - ‘’საჯარო სივრცეში დროებითი პროექტების ხელშეწყობა, ქ. თბილისი, ბილბორდები ქალაქში’’, გამარჯვებული გახდა ‘’შემთხვევითი შეხვედრები’’, რომლის კურატორი ელინა ვალაიტეა.
‘’შემთხვევითი შეხვედრები’’ ოთხი ახალგაზრდა ქართველი ფოტოგრაფის - გიორგი შენგელიას, ანა ფატლაძის, საბა გორგოძისა და სანდრო ხუციშვილის ნამუშევრებს აერთიანებს, რაც საერთო ექსპერიმენტულ სერიას ქმნის.

ფოტოგრაფების შექმნილი მცირე თუ დიდი ფორმატის, მრავალფეროვანი ხასიათის ნამუშევრები საჯარო სივრცეებში, თბილისის სხვადასხვა ქუჩებშია დასათვალიერებლად გამოფენილი, ფოტოგამოფენა ქალაქში 31 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.
ნამუშევრების რუკა იხილეთ ბმულზე :https://shorturl.at/O6hqk
ფოტოს წყარო: Tbilisi Public Art Fund
ფოტოების ავტორი: დათო მესხი
დაწერე კომენტარი