გარდა იმისა, რომ საცურაო აუზი ზაფხულთან, ცურვასთან, მხიარულებასთან ასოცირებული ობიექტია, ის ასევე მუზა და შთაგონების წყაროა მრავალი არტისტისთვის. ხელოვანები ხშირად ხატავენ, ტილოზე და ფურცლებზე გადმოაქვთ აუზის სილამაზე, ფოტოგრაფები თავიანთ ობიექტივში აღბეჭდავენ აუზის მრავალფეროვნებას, რამდენიმე არტისტს კი საცურაო აუზის ხელოვნების ნიმუშად გარდაქმნა, განსხვავებული და ორიგინალური დიზაინის შექმნა უკავშირდება. 

IMG_0912.jpeg 221.88 KB
Pool at The Estate of Alfonso Ossorio, Long Island, New York, 1970

აუზი 1970 წელს ამერიკელ-ფილიპინელმა არტისტმა ალფონსო ოსორიომ საკუთარ სახლში, ნიუ-იორკში, ლონგ აილენდში შექმნა, დღეს ის ეკუთვნის Ossorio Foundation-ს, რომელიც ეძღვნება ოსორიოს ცხოვრებასა და მოღვაწეობას. აუზი შეღებილია შავ ფერში, რათა წყალმა აირეკლოს მუდმივად ცვალებადი ცა, ხოლო წითელი და ლურჯი პრინტი, რომელიც გარს აკრავს აუზს, სიმბოლოა რწმენის, იმედისა და ქველმოქმედების.

IMG_0913.jpeg 625.79 KB
Cuadra San Cristóbal, State of Mexico, 1966-1968

Cuadra San Cristóbal არის  კერძო საცხოვრებელი მექსიკის ჩრდილო-აღმოსავლეთით, Los Clubes-ში, Las Arboledas-ის მიმდებარედ, რომელიც აერთიანებს სახლს, ცხენის თავლებს, საცურაო აუზს. პროექტის შექმნა ლუის ბარაგანს უკავშირდება, რომელმაც ანდრეს კასილასთან თანამშრომლობით 1967-1968 წლებში სახლი შვედი Egerström-ის ოჯახისთვის ააშენა. ბარაგანი სახლის მომავალ მფლობელს ახლომდებარე კლუბ "Hípico francés"-ში შეხვდა, ორივეს ცხენოსნობა იტაცებდა და საერთო ინტერესით შექმნეს სახლის დიზაინი.

IMG_0917.jpeg 274.15 KB
David Hockney’s Home - 1983

დევიდ ჰოკნის სახლი დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს, სადაც უნიკალური და ორიგინალური საცურაო აუზია განთავსებული, რომელიც თავად შექმნა და დახატა არტისტმა. აუზი ფრანგულ "Dufy-esque" სტილით, სიმბოლოებით არის გაფორმებული, რაც მისი შემოქმედების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოტივი იყო. ჰოკნის სახლი თითოეული არქიტექტურული ელემენტის ეგზოტიკური, მრავალფეროვანი ფერთა პალიტრით გამოირჩევა. 

IMG_0918.jpeg 191.56 KB
Pascal Cribier, L’oeil d’Aramon

თვალის გამოსახულების მისტიკური აუზი შექმნილია ფრანგი ფოტოგრაფისა და მებაღის პასკალ კრიბიეს მიერ, საფრანგეთში სავარაუდოდ ერთ-ერთი ბაღის კომპლექსისთვის. აუზის კვლევა საკმაოდ რთული აღმოჩნდა და დღესაც უცნობია მისი შექმნის თარიღი. მას ხშირად უწოდებენ L’oeil d’Aramon-ს ან ‘’არამონის თვალს’’.

IMG_0919.jpeg 131.09 KB
Keith Haring, Carmine Street Swimming Pool Mural

აუზის მუდმივი ფრესკა კიტ ჰარინგმა შექმნა  ნიუ-იორკში, პარკებისა და რეკრეაციული საჯარო საცურაო აუზისთვის კარმინის ქუჩასა და მეშვიდე ავენიუზე, სოფელ გრინვიჩში. 1987 წელს შექმნილი ფრესკა ჰარინგის ფონდმა 10 წლის შემდეგ აღადგინა. 

IMG_0920.png 990.23 KB
Paul Ruscha’s pool by Ed Ruscha in Studio City

ლოს-ანჯელესში პოპ-არტის მოძრაობის ერთ-ერთ სიმბოლოდ აღიარებულმა  ედ რუშამ საცურაო აუზი შექმნა, რომლის მთავარი მოტივი და ორიგინალური ხასიათი აუზის სიღრმეში დაწერილმა სიტყვებმა განაპირობა - Name: Adress: Phone: თეთრი ფილებით სიტყვები ლურჯი აუზის სიღრმეში.

IMG_0921.png 478.58 KB
Elmgreen & Dragset, Van Gogh’s Ear, 2016

‘’ვან გოგის ყური” - ასე ჰქვია საცურაო აუზის პროექტს, რომელიც შექმნილია ბერლინში დაფუძნებული არტისტების დუეტის - Elmgreen & Dragset-ის მიერ. აუზი როკფელერის ცენტრის წინ 2016 წელს გამოიფინა, საზოგადოებაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მისმა დიზაინმა. აუზი დამონტაჟდა ვერტიკალურად, წყლის გარეშე, კიბეებით, დაფითა და განათებით.


ფოტოს წყარო: Morentz Gallery, Vogue