პარიზის ოლიმპიური თამაშების აღსანიშნავად, ფრანგული მოდის სახლი წელს პარიზში მესამე Dior Spa Cruise-ს წარმოადგენს, რომელიც 30 ივლისს გაიხსნა და 11 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს სტუმრებს. სპა მდებარეობს მდინარე სენაზე, Port Henri IV-ში, Ile Saint-Louis-ის მახლობლად და გამორჩეულ, უახლეს ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ შეთავაზებებსა და პროცედურებს აერთიანებს.
Dior Spa Cruise 120-მეტრიან გემბანს მოიცავს, რომელზეც განთავსებულია ბრენდისთვის დამახასიათებელი სიმბოლოებით გაფორმებული ვარდისფერი შეზლონგები, ქოლგები, ღია საცურაო აუზი და ხუთი ოთახი პროცედურებისთვის. სპა შეთავაზებები აერთიანებს სპორტულ და გამაჯანსაღებელ პროცედურებს, სამ საკრუიზო პაკეტს - Care Cruise, Wellness Cruise და კომბინირებული Care & Fitness Cruise.
Care Cruise - სახის ან სხეულის ერთსაათიანი გამაჯანსაღებელი პროცედურაა, Wellness Cruise კი ასევე ერთსაათიანი ფიტნეს სესიაა, რომელიც იოგას და პილატესს მოიცავს, Care & Fitness Cruise ფიტნესისა და გამაჯანსაღებელი პროცედურების ერთობლივი პაკეტია, რომელიც ოთხი საათის განმავლობაში გრძელდება. სპაში ასევე შეხვდებით ისეთ თერაპიებს, როგორიცაა Dior Sculpt Therapy და სპორტით შთაგონებული - Dior Muscle Therapy, ასევე სახის ინდივიდუალურ პროცედურებს Dior-ის ცნობილი კანის მოვლის საშუალებების გამოყენებით.
წლევანდელ საკრუიზო შეთავაზებაში სიახლეა "Monsieur Dior sur Seine", რესტორნის Avenue Montaigne-ის გაფართოება, შეფმზარეულის - ჟან იმბერტის ხელმძღვანელობით. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ პროცედურების შემდეგ ჯანსაღი და გემრიელი კერძები დააგემოვნონ საუზმეზე, სადილსა თუ ვახშამზე
ფოტოს წყარო: Dior
დაწერე კომენტარი