‘’პატარა გალერეა’’ 3 აგვისტოდან ვატო ბაქრაძის პერსონალურ გამოფენას - ‘’ბუნების კარი’’ მასპინძლობს, რომელიც 30 აგვისტომდე გაგრძელდება. გამოფენა, რომლის სათაური იაკობ გოგებაშვილის 1868 წლის გამოცემული წიგნიდანაა ნასესხები, ორ მთავარ და ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ ელემენტს - ხელოვანის მუდმივად თანამდევ თემას - ბუნებას და კარს აერთიანებს, რომელიც ინტერპრეტირებულია, როგორც საფეხბურთო კარი. 

გამოფენის მთავარ საყრდენი წერტილია - ადამიანის მოგონილი თამაშისა და ცხოველებისა და მცენარეების დაკავშირების ვიზუალური მცდელობა. გამოფენაზე წარმოდგენილია მუყაოს ნაჭრებით შეფუთული მონუმენტური სტრუქტურა, რომელსაც ფეხბურთის კარის ფორმა აქვს და თავისი სტრუქტურით, გადახრილი ზედაპირით. გალერეის არქიტექტურულ მახასიათებლებს, დახრილ კედლებსა და ჭერს ეხმიანება, დაქანებულ სიბრტყეზე გამოფენილი ნამუშევრები სტადიონზე მაყურებლების დამრეცად გაშლილ, დიდ საგულშემატკივრო ბანერებთან ავლებს პარალელებს.

ექსპოზიციის მთავარ ნაწილს კოლაჟები იკავებს, კომპოზიციებში სხვადასხვა გამოსახულება ერთმანეთს წებოვანი ლენტით უკავშირდება, რაც ფერწერული ხასიათისაა და მრავალშრიან ზედაპირს ქმნის. ვატო ბაქრაძის სოლო გამოფენის კურატორია  გვანცა ჯიშკარიანი.


ფოტოს წყარო: Patara Gallery