Why Not Gallery-ში თორნიკე ბენდელიანის მეორე პერსონალური გამოფენა მიმდინარეობს, რომელიც 10 სექტემბრამდე გაგრძელდება. გამოფენა, სახელწოდებით ‘’პირველი დღეები’’ საწყისების უნივერსალურ გამოცდილებას იკვლევს, ხელოვანი აკვარელით შესრულებულ ნამუშევრებში აღბეჭდავს შექმნის და განადგურების პროცესებს, ჩანს კონტრასტული ნარატივები, სადაც ისტორიის ელემენტები და მხატვრის ფანტაზია ერთიანდება.ნამუშევრები დამთვალიერებელს დროის ნაწილების დაკავშირებასა და მომენტალური გამოსახულებების მუდმივად ცვალებად რეალობაში დამყარების მეთოდებზე აფიქრებს, როგორ ვაგროვებთ დროის ფრაგმენტებს და ვამაგრებთ წარმავალ სურათებს მუდმივ რეალობაში...
თორნიკე ბენდელიანის ნამუშევრებში ბევრ ერთმანეთისგან განსხვავებულ ელემენტს ვხვდებით - ზოგიერთი ნახატი ახლო აღმოსავლეთის ფილმებში აღბეჭდილი სახლების ინტერიერებს გვაგონებს, რამდენიმე ნახატი გაუფერულ პორტრეტებს სახეების გარეშე, სხვები კი გადაშენების თავიდან აცილების მრავალი მცდელობისას დატყვევებულ ყვავილებს ასახავს. გამოფენაზე წარმოდგენილია ხელნაკეთი ცემენტის ჩარჩოები, რომლებიც ძალისხმევის სიმბოლოს წარმოადგენს. დამთვალიერებელი ასევე იხილავს ნამუშევარს, რომელიც სვეტიცხოვლის ისტორიული მონუმენტის გამოძახილია, რითაც „პირველი დღე“ შესაძლოა წარმოვიდგინოთ, როგორც ახალი თავი, წარსულის ფუნდამენტებზე აგებული, ისტორიის გადახედვა ან სიურრეალისტური მცდელობა მოგონებების ფიზიკურ სივრცეში აღსადგენად.
ფოტოს წყარო: The Why Not Gallery
დაწერე კომენტარი