ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, გრაფიტის ანონიმური მხატვარი Banksy ლონდონში ახალ ნამუშევრებს აქვეყნებს, რომლებიც ცხოველთა თემაზე შექმნილი ახალი კოლექციის მესამე ნაწილს აღნიშნავს და მაიმუნების, სპილოებისა და თხის გამოსახულებებს წარმოადგენს. Banksy-მ საკუთარ ინსტაგრამგვერდზე გამოაქვეყნა სამივე ნამუშევრის ფოტო და ასე დაადასტურა, რომ ლონდონის ქუჩებში გამოჩენილი ახალი ნახატები სწორედ მას ეკუთვნის. იდუმალმა მხატვარმა არცერთ ფოტოს არ გაუკეთა წარწერა, რაც ნამუშევრების მნიშვნელობას ბუნდოვანს ხდის და ადამიანები საკუთარ თეორიებსა და მოსაზრებებს გვიზიარებენ, ზოგიერთმა მათგანმა სერიას "ლონდონის ზოოპარკი" შეარქვა.
ნამუშევრები ლონდონის სხვადასხვა ნაწილშია განთავსებული, ორი სპილოს სილუეტის ფრესკა ჩელსიში, Edith Terrace-ზე მდებარე სახლის გვერდზეა დახატული. თხის გამოსახულებას რიჩმონდში, Kew Bridge-თან, ხოლო მაიმუნების ტრიოს, აღმოსავლეთ ლონდონის მატარებლის სადგურის ხიდზე ვხვდებით. ანონიმური მხატვარი მის შემოქმედებაში ხშირად იყენებს ცხოველებს, როგორც სხვადასხვა მნიშვნელოვან მოტივს, მის ნამუშევრებში ადამიანების ადგილს ხშირად სწორედ სხვადასხვა ცხოველი იკავებს და ასე გადასცემს Banksy საზოგადოებას სოციალურ და პოლიტიკურ გზავნილებს.
ფოტოს წყარო: Banksy, Yahoo
დაწერე კომენტარი