ზაფხული დასვენებასთან, გართობასთან, საინტერესო და ახალ თავგადასავლებთან ასოცირდება, სეზონზე გატარებული სასიამოვნო დღეები, ემოციები და მოგონებები დიდი ხნის განმავლობაში თან მიგვყვება და ხშირად გვახსენებს თავს. ზაფხულის ცხელი დღეების გასატარებლად საქართველოში, მთაში, ზღვისპირეთში თუ ქალაქებთან ახლოს, სხვადასხვა გამორჩეული სივრცეებია, სადაც სტუმრობისას დასამახსოვრებელ დასვენების დღეებს გაატარებთ და ბევრ გამორჩეულ მოგონებას შეაგროვებთ. 

კიკეთის ფერმა

მულტინფუქციური სივრცე ‘’კიკეთის ფერმა’’ თბილისიდან 25 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. სარეკრეაციო და კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცე დღეისათვის კლდეში გამოკვეთილ მარანს, ფერმას, თავლას, სპა ცეტრს - Banya No.1-ს, შემეცნებით-საგანმანათლებლო სივრცეს მასტერკლასებისთვის, სათბურებსა და ვარდების სანერგეს აერთიანებს. ეკომეგობრული სივრცეების საშუალებით ‘’კიკეთის ფერმა’’ ვიზიტორებს ბუნებასთან მაქსიმალურად აახლოვებს.

სათიბე

სოფელ ორბეთში მდებარე დასახლება ‘’სათიბე’’ მისი კონცეფციიდან გამომდინარე, გამორჩეული ლოკაციაა, რადგან რეკრეაციულ ზონებს და ტურისტულ სეგმენტს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. სათიბის ღია სივრცეში სხვადასხვა თემატიკის ‘’ზეიმები’’ - შემეცნებითი და საგანმანათლებლო ღონისძიებები ტარდება, რაც საზაფხულო დასვენების, განტვირთვის დღეებს ოჯახთან თუ მეგობრებთან ერთად საინტერესო გამოცდილებად აქცევს. 

Nekresi Estate - ნეკრესის მეღვინეობა

ახალი ენერგიებით დასამუხტად, განსატვირთად და დასასვენებლად იდეალური გარემო ყვარელში მდებარე ნეკრესის მეღვინეობაა თავისი ულამაზესი ბუნებით. ნეკრესის მამული ბუტიკის ტიპის სასტუმროსა და მეღვინეობას აერთიანებს, რესტორანში კი სეზონურ მენიუზე დაფუძნებული კერძების დაგემოვნებას შეძლებთ, გაიცნობთ მეღვინეობის მდიდარ კულტურას და შეძლებთ ადგილობრივი წარმოების ღვინის დეგუსტაციაცასაც. მიმდინარე სეზონზე, სულ მალე ნეკრესის მამული ღია საცურაო აუზითაც გიმასპინძლებთ და საზაფხულო დასვენებასაც მეტად გაგიხალისებთ.

Kvareli Lake Resort - ყვარლის ტბა

ყვარლის ტბის ახალი სასტუმრო მრავალფუნქციური სივრცეა, რომელიც იდეალური ადგილია როგორც ოჯახური დასვენებისთვის, ისე მეგობრებთან ერთად გართობისთვის ან განმარტოებისთვის. ყვარლის ტბა თავისი უნიკალური გარემოთი და ეგზოტიკური ბუნებით გამოირჩევა, სადაც უამრავი ინტერესის ადამიანი იპოვის საყვარელ აქტივობას, აღმოაჩენს ახალ ადგილებს და დასამახსოვრებელ საზაფხულო მოგონებებსაც დააგროვებს.

სამზეო
ტრადიციული თუშური სტილით შექმნილი სასტუმრო სამზეო უძველესი შენობის ფრაგმენტებზეა აწყობილი, რაც ავთენტურ ატმოსფეროსა და მრავალწლიანი ისტორიის შეგრძნებას ქმნის. სამზეო ქართულ მოტივებზე შექმნილი ხის ავეჯით, აქსესუარებით და ფარდაგებითაა გაფორმებული, სასტუმროს ტრადიციული ფორმის აივნებიდან და ტერასებიდან კი ზაფხულში ფერადი მთები და მინდვრის ყვავილებით დაფარული ველები იშლება. ყოველდღიური დაღლილობისგან თავის დასაღწევად, მთებით გარშემოტყმული სამზეო სწორედ ის ადგილია, სადაც სასიამოვნო დასვენების დღეებს გაატარებთ და თუშეთის კულტურასაც გაიცნობთ. სამზეო სულ მალე კარს კახეთშიც გაგიღებთ და მიმდინარე სეზონზე სასტუმროს ახალ ადგილას, ყვარელში იხილავთ, სადაც მყუდრო და კომფორტული, დახვეწილი დიზაინით შექმნილი გარემო დაგხვდებათ.

Communal Kutaisi

თუკი იმერეთში, კონკრეტულად კი ქუთაისში სტუმრობას აპირებთ, ქალაქის შუაგულში განსაკუთრებული სასტუმრო - Communal Kutaisi გიმასპინძლებთ, რომელსაც უძველესი ნაგებობა, ავთენტური იერსახე და 60-70-იანი წლებისათვის დამახასიათებელი ესთეტიკა გამოარჩევს. ადგილობრივი კულტურით შთაგონებული Communal Kutaisi საზაფხულო დასვენებისას ღია აუზს და ტროპიკული მცენარეების ბაღს შემოგთავაზებთ, აქვე დაგხვდებათ რესტორანი Doli Kutaisi, სადაც მეგრული და იმერული სამზარეულოს ტრადიციულ კერძებს დააგემოვნებთ. 

ფორთოხლები

დასასვენებელი და განტვირთვის სივრცე - ,,ფორთოხლები'' სამტრედიაში სოფელ საჯავახოში მდებარეობს, გამორჩეული ბუნებით, კოლხეთის დაბლობით გარშემოტყმული ადგილი ფორთოხლის პლანტაციებს, ღია და დახურულ სადღესასწაულო სივრცეებს, კოტეჯებს, საცურაო აუზს, მრავალფეროვან სერვისებსა და ეკომეგობრულ გარემოს აერთიანებს. 

სოციალური სივრცე

შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკთან ახლოს სიმწვანეში ჩაფლული, ბუნებასთან შერწყმული - სოციალური სივრცე მდებარეობს და მასპინძლობს სტუმრებს, რომელთაც უყვართ ბუნებასთან კონტაქტი, მუსიკა, შემეცნება და სიახლეების აღმოჩენა. სოციალური სივრცის უნიკალური გარემო ადამიანებს თვითგანვითარებაში და ახალი გამოცდილების მიღებაში ეხმარება, სტუმრებს მუდმივად ხვდებათ სხვადასხვა ღონისძიებები, საინტერესო აქტივობები, თერაპიული და სავარჯიშო სესიები, რომლებიც სიმშვიდის მოპოვებასა და საკუთარი თავის ახლებურად აღმოჩენას ისახავს მიზნად.

მწვანე კონცხი ბოტანიკო

„მწვანე კონცხი ბოტანიკო’’ მარადმწვანე სუბტროპიკულ მცენარეებში ჩაფლული სივრცეა, რომელიც ზღვას 60 მეტრი სიმაღლიდან გადაჰყურებს. ოაზისში მდებარე ბოტანიკო სიმწვანით, ფერწერული პეიზაჟებით, სუფთა ჰაერით და მოსასვენებლად შექმნილი კომფორტული და მშვიდი გარემოთი გამოირჩევა. ბოტანიკოს სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ გარე საცურაო აუზით ისარგებლონ და რესტორნის გემრიელი კერძები დააგემოვნონ, ბოტანიკური ბაღის და ზღვის პანორამული ხედების ფონზე. 

Rooms Batumi

ზაფხულის მზიანი დღეების გატარება ბათუმის რუმსში კიდევ უფრო სასიამოვნო გახდა, რადგან ახალი Rooftop აუზი და რესტორანი The Kitchen გაიხსნა. დასასვენებლად კომფორტულ და ლამაზ გარემოსთან ერთად, ვიზიტორებისთვის სეზონი განსაკუთრებულად მხიარული იქნება, რადგან 20 ივლისიდან Rooms Batumi, თიბისი კონცეპტთან და Visa-სთან ერთად, Rooftop Day Party ივენთების სერიას წარმოგიდგენთ, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში გაგრძელდება.