ზაფხულის ცხელ დღეებს და დასვენებას არაფერი უხდება ისე როგორც „სპრიცის“ კოქტეილები, რომლებიც თავისი შუშხუნა არომატითა და ციტრუსების გემოთი იტალიურ მოგზაურობას გვახსენებს. ჩრდილოეთ იტალიაში წარმოშობილი ეს სასმელი, რომელიც სიტკბოსა და სიმწარის ბალანსით, მსუბუქი გემოთი და ალკოჰოლის დაბალი შემცველობით გამოირჩევა, იტალიური სამზარეულოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელსაც, როგორც წესი, სადილის წინ აპერიტივის სახით მიირთმევენ. იტალიური ზაფხულის გემო ყველაზე უკეთ ალბათ ფორთოხლის და ლიმონის არომატებში იგრძნობა, ამიტომაცაა, რომ აპეროლ სპრიცი, სპრიცის მრავალ სახეობათა შორის, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და პოპულარული სასმელია, რომელიც ტკბილი ფორთოხლის გემოს, შუშხუნა პროსეკოსა და აპეროლის მომწარო გემოს აერთიანებს. თუმცა გარდა ამ კლასიკად ქცეული სასმლისა, Spritz-ის ოჯახი კიდევ არაერთი სახეობის ლიქიორს აერთიანებს, რომელთა არჩევანსაც Campari Group გვთავაზობს.
მათ, ვისაც სპრიცის ოდნავ უფრო ინტენსიური და მწარე გემო მოსწონს, Campari Spritz უნდა სცადოს, მშრალი ცქრიალა სასმელი, რომელიც კომპლექსური მცენარეული და ხილის არომატებით გამოირჩევა და იდეალური არჩევანია აპერიტივისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც კულინარიაში თამამ გადაწყვეტილებებს არ უშინდება და თან კლასიკური იტალიური კოქტეილის გემოებიც ხიბლავს. ხოლო მათ, ვისაც კოქტეილებში ტკბილი გემო უფრო მოსწონს, იდეალური გადაწყვეტილება Sarti Spritz იქნება, სიცილიური ფორთოხლის მოტკბო არომატის მქონე ლიქიორი, რომელიც Campari Group-ის ახალი პროდუქტია და ქართულ ბაზარზეც სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა.ლაიმის, ფორთოხლისა და ციტრუსებით სერვირებული ეს სასმელები ზაფხულს არა მხოლოდ გემოვნური თვისებებით, არამედ თავისი კაშკაშა და მჭახე ფერებითაც უკავშირდება და მიუხედავად იმისა, რომ მდიდარი და თან დახვეწილი გემოებით გამოირჩევა, მისი მომზადება ჩვენი რეცეპტით დასვენების დროსაც კი ძალიან მარტივია, განსაკუთრებით, თუ სახლში Campari Group-ის რომელიმე ეს ლიქიორი მოგეპოვებათ.
Spritz-ის კოქტეილის რეცეპტი:
ყინულით სავსე ჭიქაში 3-2-1 პროპორციით დაამატე:
3 წილი „პროსეკო“
2 წილი ლიქიორი (Sarti ან Aperol ან Campari)
1 წილი გაზიანი სასმელი, ე.წ. Soda Water
ნაზად მოურიე, Aperol და Campari სპრიცი ფორთოხლის ნაჭრით, Sarti კი ლაიმით გააფორმე. ამ რეცეპტით მომზადებული სპიცის კოქტეილი ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთვის სიამოვნების და ზაფხულის უდარდელი განწყობის მომტანი იქნება.
დაწერე კომენტარი