შემოდგომა-ზამთრის ახალი კოლექცია Boss-მა ახალი კამპანიით წარადგინა, რომელშიც ვარსკვლავურ შემადგენლობას მოუყარა თავი - დევიდ ბექჰემი, ჟიზელ ბუნდჰენი, ნაომი კემპბელი, ბურნა ბოი, ლი ჯონგ-სუკი და მატეო ბერეტინი კამპანიის, სახელწოდებით “Be Your Own Boss”-ის სახეები არიან. 

IMG_3161.jpeg 330.95 KB

დევიდ ბექჰემი პირველად გამოჩნდა Boss-ის კამპანიაში, მას შემდეგ, რაც მაისში ყოფილმა ფეხბურთელმა მოდის სახლთან პარტნიორობა დაიწყო - მომდევნო წლების განმავლობაში ბექჰემს ხშირად ვიხილავთ სახლის სარეკლამო კამპანიებში, ასევე იგი Hugo Boss-ისთვის კოლექციებსაც შექმნის. 

კამპანიაში მონაწილე ზოგიერთ ვარსკვლავს Boss-თან თანამშრომლობის გამოცდილება აქამდეც ჰქონდა, მაგალითად, ჩოგბურთელი მატეო ბერეტინი ბრენდის ამბასადორია Boss-ის საათების, სამკაულების და სათვალეების ხაზისთვის, ჟიზელ ბუნდჰენი ხშირად გვინახავს სახლის სარეკლამო კამპანიებში, ასევე ბრენდის ამბასადორია ნაომი კემპბელი, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ სახლისთვის კოლექცია - Naomi x BOSS შექმნა. 

კამპანია, რომელიც ფოტოსურათებსა და ვიდეორგოლებს აერთიანებს, ტრეი ლაირდისა და მისი სააგენტოს, Team Laird-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელობით, ცნობილმა ფოტოგრაფმა - Mikael Jansson-მა გადაიღო. Be Your Own Boss ახალ სლოგანზე - “It’s for Life”-ზე ამახვილებს ყურადღებას და მიზნად ისახავს შთააგონოს ადამიანებს, გამოხატონ თავდაჯერებულობა და ინდივიდუალიზმი.


ფოტოს წყარო: Hugo Boss