სექტემბრის დადგომა და შემოდგომის პირველი დღეები ყოველთვის ახალი სასწავლო და სამუშაო წლის დადგომასთან ასოცირდება, ეს ის დროა, როდესაც განახლებული ძალებით, აღდგენილი ენერგიითა და ახალი მიზნებით ვიწყებთ საინტერესო პროცესს. თითოეული ჩვენგანისთვის ახალ სეზონთან შესახვედრად ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი აქტივობა - შოპინგია, სასკოლო სამზადისი ბავშვებისა და მოზარდების საყვარელი პროცესია და ამ დროს ყველა განსაკუთრებულად ემზადება. 

3.jpg 209.81 KB

წლევანდელი სამზადისი კიდევ უფრო სასიამოვნო პროცესი იქნება, რადგან თიბისი კონცეპტი გამორჩეულ შეთავაზებას წარმოგვიდგენს და საშუალებას გვაძლევს 6-7 სექტემბერს შერჩეულ ობიექტებში გადახდილი თანხის 50%, ჯამში 300 ლარი, ანგარიშზე დავიბრუნოთ. მაღაზიების სია მრავალფეროვანია და ნებისმიერი ინტერესის მოზარდი თუ ბავშვი მარტივად შეძლებს მასზე მორგებული სამოსი, აქსესუარები, ფეხსაცმელი თუ თავის მოვლის საშუალებები შეარჩიოს. შეთავაზება ვრცელდება შემდეგ მაღაზიებში: Bata, Bambino, Scarpiera, Aw lab, Okaidi, Jacadi, Factory, Levis, Lee/Wrangler, Jack and Jones, Stradivarius, Pull and Bear, Bershka, Mango, Kiko Milano, OVS / OVS kids.


თუკი სასკოლო ლუქისთვის ბათინკებს, მერი ჯეინებს ან კლასიკურ ფეხსაცმელს ეძებთ, მრავალფეროვანი არჩევანი დაგხვდებათ ბამბინოსა და ბატაში, სხვადასხვა სტილისა და ფერის ფეხსაცმელებს მარტივად მოარგებთ ნებისმიერ სამოსს.

2.jpg 187.88 KB

ფეხსაცმელებს ასევე შეიძენთ მაღაზია სკარპიერაში, სადაც ყველანაირი სტილია წარმოდგენილი. საშემოდგომოდ გირჩევთ Steve Madden-ის კლასიკური ლოფერები შეარჩიოთ, აქვე შეხვდებით Scarpiera-ს სხვადასხვა ფერის ბალერინებს, შემოდგომის სეზონისა და წვიმიანი ამინდებისთვის კი განსაკუთრებულად გამოსადეგია Crocs-ის წყალგამძლე ბოტები.


თუკი უფრო მეტად სპორტულ სტილს ანიჭებთ უპირატესობას, მაღაზია ავ-ლაბში შეძლებთ შეიძინოთ Adidas-ის უამრავი მოდელი, იქნება ეს Samba, Campus თუ Stan Smith. ასევე, გირჩევთ Dr. Boots Martens-ის ცნობილ და მუდმივად ტრენდულ შუზებს, რომელიც თითქმის ყველანაირ სამოსს უხდება. 


სასკოლო ლუქების აწყობას შეძლებთ მაღაზია ოკაიდში, სადაც სპეციალურად Back To School ახალი კოლექცია დაგხვდებათ, გოგოებისთვის პოლო კაბები და ქვედაბოლოები იდეალური არჩევანია, ბიჭებისთვის კი სხვადასხვა ფერის პერანგებს, შარვლებს და ბერმუდას სტილის შორტებს შეიძენთ, აქვე შეგიძლიათ შეარჩიოთ სასკოლო ჩანთები, პენალები და აქსესუარები.


სასკოლო ლუქებს ასევე ააწყობთ ფრანგული საბავშვო ტანსაცმლის ბრენდის - Jacadi-ს მაღაზიაში, სადაც დაგხვდებათ სხვადასხვა პრინტით გაფორმებული კაბები, მაისურები, პერანგები, შარვლები, ჟაკეტები, ჰუდები და საშემოდგომო მოსაცმელები, შეიძენთ ფეხსაცმელებს და აქსესუარებსაც. 

4.jpg 193.06 KB

მრავალი ბრენდის, ფეხსაცმელების სხვადასხვა სტილისა და ფერების არჩევანი დაგხვდებათ მაღაზია Factory-ში, სასკოლო სამზადისთვის გირჩევთ Vans-ის, Calvin Klein-ის ან Converse-ის სპორტული კედები შეიძინოთ, რომლებიც კომფორტული, ხარისხიანი და ამავდროულად, დახვეწილია. კიდევ უფრო მეტი კომფორტისთვის, Factory-ში Birkenstock-ების შეძენას შეძლებთ, საშემოდგომოდ განსაკუთრებით გამოგადგებათ ტყავისა და ზამშის მოდელები. 

5.jpg 176.67 KB
ჯინსის შარვალი ის სამოსია, რომელიც ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის ყველა სეზონზე სასურველია. ნებისმიერი სტილის და ფერის ჯინსების შეძენას შეძლებთ მაღაზიებში - Levis, Lee და Wrangler.


შემოდგომას ძალიან უხდება პიჯაკები, ტყავის ქურთუკები და "თრენჩის" მოსაცმელები, რომელთაც მრავალფეროვანი სტილისა და სეზონის შესაბამისი ფერებისას შეარჩევთ მაღაზია სტრადივარიუსში. 

1.jpg 186.25 KB

ტრენდული და დახვეწილი სამოსი დაგხვდებათ მაღაზიებში Pull and Bear-სა და Bershka-ში, სადაც ყოველდღიური, საშემოდგომო ლუქების ასაწყობად ნებისმიერ სამოსს, ფეხსაცმელსა და აქსესუარს შეხვდებით.


კლასიკური ლუქების აწყობას შეძლებთ მაღაზია მანგოში, გირჩევთ საშემოდგომოდ პრინტიან კაბებს გადაავლოთ თვალი, რომლებიც ძალიან უხდება შუზებს. მანგოში შეიძენთ ტრენდულ და მოთხოვნად "კოვბოის" სტილის ტყავის ან ზამშის ფეხსაცმელებს, რომლებსაც მარტივად შეუხამებთ, კაბებს, შარვლებსა და ქვედაბოლოებს. ასევე დაგხვდებათ მამაკაცის კლასიკური შარვლების, ჟაკეტებისა და პერანგების დიდი არჩევანი.

6.jpg 171.29 KB

თუკი თავის მოვლის საშუალებებს ეძებთ, შეგიძლიათ კიკო მილანოს ესტუმროთ, სადაც ყველაფერია სრულყოფილი რუტინისთვის და მაკიაჟისთვის. საშემოდგომო, მსუბუქი მაკიაჟისთვის გირჩევთ ბრონზერი, ბლაში და ტუჩის გლოსი შეიძინოთ.


იმისათვის, რომ განსაკუთრებული შეთავაზებით ისარგებლოთ, უნდა გადაიხადოთ მხოლოდ ფიზიკურ ობიექტებში, თიბისის POS ტერმინალზე. დაბრუნებული თანხა, ჯამურად მაქსიმუმ 300 ლარი, აისახება ერთგულის ანგარიშზე, ხოლო ერთგულის ანგარიშიდან თანხის გადატანა შესაძლებელია ნებისმიერ ანგარიშზე და მას განკარგავთ ნებისმიერი მიზნით. თანხა ანგარიშზე დაგიბრუნდებათ მომენტალურად. შეთავაზება ვრცელდება შემდეგ სადებეტო ბარათებსა და მათ ციფრულ ანალოგებზე: TBC Concept Visa Platinum, Visa Signature და MC WorldElite.