დიზაინერი ჰაიდერ აკერმანი Tom Ford-ის ახალი კრეატიული დირექტორია. ამერიკული მოდის სახლისთვის აკერმანის შექმნილ კოლექციებს შემდეგი წლიდან ვიხილავთ -  მისი პირველი კოლექცია 2025 წლის მარტში პარიზის მოდის კვირეულზე იქნება ნაჩვენები.

IMG_3172.png 3.24 MB
ამერიკელმა დიზაინერმა, ტომ ფორდმა საკუთარი სახელობის მოდის სახლი 2005 წელს დააფუძნა, 2023 წელს კი ბრენდი საბოლოოდ დატოვა, რის შემდეგაც Tom Ford ამერიკულმა კონგლომერატმა The Estée Lauder Companies-მა შეიძინა. ჰაიდერ აკერმანმა კრეატიული დირექტორის თანამდებობაზე ბრიტანელი დიზაინერი და Tom Ford-ის მრავალი წლის თანამშრომელი პიტერ ჰოკინგსი ჩაანაცვლა, რომელმაც პოსტი ივლისში, მხოლოდ 1-წლიანი ხელმძღვანელობის შემდეგ დატოვა.
IMG_3168.jpeg 311.78 KB
ბოლო წლების განმავლობაში კოლუმბიელ-ფრანგი დიზაინერი ჰაიდერ აკერმანი მოდის ინდუსტრიაში საკუთარი შემოქმედებითი ხედვით რამდენჯერმე გამოჩნდა. აკერმანმა 2018 წელს დაასრულა თავისი ხანმოკლე, თუმცა წარმატებული მოღვაწეობა Berluti-ში, შარშან კი Jean Paul Gaultie-სთვის Haute Couture კოლექცია შექმნა, რომლის ჩვენებაც პარიზის მოდის კვირეულზე გაიმართა. წელს, მაისში აკერმანი ასევე დაინიშნა Canada Goose-ის კრეატიულ დირექტორად და დღესდღეობით ორ მოდის სახლს უდგას სათავეში.


ფოტოს წყარო: Tom Ford, GQ