თუკი თბილისში დღის დასაწყებად და დროის სასიამოვნოდ გასატარებლად კომფორტულ ადგილს ეძებთ და თან ფრანგული დესერტები გიყვართ, ბულანჟერია ბრეტონს უნდა ესტუმროთ, რომელიც გამოირჩევა ფრანგული, კონკრეტულად კი ბრეტონული, განსაკუთრებული კულინარიული გემოებით, შეფ ბენუა კასტელის რეცეპტებით შექმნილი საკონდიტრო ნაწარმით და ბიოორგანული ინგრედიენტებით მომზადებული პურ-ფუნთუშეულით.
ბრეტონის სტუმრებისთვის ადგილზე ათზე მეტი დასახელების ფრანგული პური ცხვება, თითოეული მათგანი ფრანგულ სოფელ ვერდელოში წარმოებული ფქვილით მზადდება და შეფ ბენუა კასტელის პერსონალურ ტექნოლოგიასა და უნიკალურ რეცეპტებს ეფუძნება. ფქვილი ‘’მულენ ბურჟუა’’ ექსკლუზიური ფრანგული მარცვლეულით მიიღება, რომელიც წისქვილის მიდამოებში იზრდება და როგორც ადგილობრივი კლიმატი, ისე ნიადაგის თვისებები ხორბლის უმაღლეს ხარისხს უზრუნველყოფს.
მრავალწლიანი გამოცდილება ბენუა კასტელმა ბრეტონის კონდიტრებსა და მცხობლებს, მისსავე საწარმოში გაუზიარა, გადამზადების კურსის შემდეგ კი ბრეტონის სამუშაო პროცესში ერთობლივად ჩაერთნენ და დღეს ქართველ სტუმრებს ფრანგულ, გამორჩეულ გემოებს სთავაზობენ.
ბრეტონში შესაძლებლობა გაქვთ არტიზანულ პურებთან ერთად, 15-ზე მეტი სახეობის ფუნთუშა, ფრანგული დესერტები და საუზმისა თუ ლანჩისთვის შესაფერისი კერძები დააგემოვნოთ, როგორებიცაა, ბენედიქტი ბეკონით ან ორაგულით, ბრეტონული გალეტი ლორით და ყველით, კროკ მადამი ან ჩედარის და პასტრამის სენდვიჩები.
კიდევ ერთი მახასიათებელი, რაც ბრეტონს გამოარჩევს - საწარმოს ტექნიკური აღჭურვილობაა, ბულანჟერიაში წარმოებული პროდუქციის უმაღლეს ხარისხს დანადგარები უზრუნველყოფს, თითოეული მათგანი - საცხობის ღუმელები, მაცივრები, ცომსაზელები და ფერმენტაციის კაბინა წამყვანი ბრენდებისგან და პროფესიონალური ხაზებიდან არის. განსაკუთრებული მასპინძლობისა და ხარისხზე ორიენტირებისთვის, ბრეტონში ყველა დეტალი მაქსიმალურად გათვალისწინებულია.
დღესდღეობით ბრეტონი თბილისში 3 ფილიალით არის წარმოდგენილი და სტუმრებს სამუშაო დღეებში - დილის 8 საათიდან, საღამოს 10 საათამდე, შაბათ-კვირას კი 9-იდან 9 საათამდე მასპინძლობს. ბრეტონის მთავარი ფილიალი ილია ჭავჭავაძის 49 ე-ში მდებარეობს, ფრანგულ ბულანჟერიას შეგიძლიათ ასევე ეწვიოთ ილია ჭავჭავაძის 49 ბ-ში და მიხეილ ზანდუკელის 40-ში.
დაწერე კომენტარი