ქართულ ბაზარზე ცოტა ხნის წინ ახალი პრემიუმ საავტომობილო ბრენდი ZEEKR-ი გამოჩნდა, რომელსაც ავტომოყვარულები ელექტრომობილების მომავლად განიხილავენ. ZEEKR-ი Geely Holding-ის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური ბრენდია, რომელიც საქართველოში „თეგეტა ქარსმა“ შემოიყვანა. ბრენდის კონცეფციის გათვალისწინებით, Zeekr Sakartvelo-ს მარკეტინგის გუნდმა საკომუნიკაციო სტრატეგიაც მომავალთან დააკავშირა და ქართველ მომხმარებლებს კრეატიული პრინტსერიის სახით წარუდგინა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შეიქმნა.
იდეა მიზნად ისახავს ZEEKR-ის ინოვაციურობის, ეკოლოგიურობის, სისწრაფისა და მომავალზე ორიენტირებულობის ხაზგასმას.ეკა კევლიშვილი, ZEEKR საქართველოს მარკეტინგის ხელმძღვანელი: „როდესაც გადაწყდაZEEKR-ის საქართველოში შემოსვლა, მაშინვე დავიწყეთ ფიქრი, როგორი კომუნიკაცია იქნებოდა ეფექტიანი ამ ბრენდის უნიკალური ღირებულების წარმოსაჩენად. ZEEKR-ის სისწრაფე, მდგრადობაზე ორიენტირებულობა, თანამედროვეობა აჩენს შეგრძნებას, რომ ეს მომავლის მანქანაა. შესაბამისად, გვსურდა, ეს ემოცია და შეგრძნება მაქსიმალურად ზუსტად გადაგვეცა მომხმარებლისთვის. მივიჩნიეთ, რომ რეალისტური ფოტო ან ვიდეომასალა ამისთვის საკმარისი არ იქნებოდა. გამოსავალს ხელოვნურ ინტელექტში მივაგენით, რომელიც განუსაზღვრელ შესაძლებლობას იძლევა.
ხელოვნური ინტელექტით დაგენერირებული ფუტურისტული, სიურრეალისტური ფოტოები თავისი ხასიათითა და ფერებით ზუსტად აჩენს იმ განწყობას, რაც გვსურდა, მომხმარებლამდე მიგვეტანა. ჩვენი მიზანი იყო, გადმოგვეცა ბრენდის ფილოსოფია, რომელიც მომავალს უკავშირდება. AI ვიზუალები საქართველოს გამორჩეულ და ყველასთვის საყვარელ ადგილებს ასახავს, რაც Zeekr-ის კამპანიას კიდევ უფრო საინტერესოსა და მომხიბვლელს ხდის ქართველი მომხმარებლისთვის“.
ZEEKR-ის ბრენდის საკომუნიკაციო ვიზუალებზე არტისტი დავით აფაქიძე და ფოტორედაქტორი რუსუდან ოსიაშვილი მუშაობენ. მათ უკვე არაერთი საინტერესო ვიზუალი შექმნეს. დავით აფაქიძე, არტისტი: „ZEEKR-ი ნამდვილად მომავლის მანქანაა - ელექტრული, მდგრადი, საინტერესო ფილოსოფიით. ეს ფილოსოფია უნდა გაემეორებინა საკომუნიკაციო კამპანიასაც. ხელოვნური ინტელექტიც მომავლის ტექნოლოგიაა და კარგად ეხმიანება ბრენდის კონცეფციას. ვფიქრობ, ხელოვნური ინტელექტი, ზოგადად, ვიზუალური ხელოვნების მომავალია. ცხადია, ადამიანისა და მისი შემოქმედებითობის ფაქტორი არ დაიკარგება, მაგრამ, ამავე დროს, საშუალება გვაქვს, ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები ეფექტიანად გამოვიყენოთ. ბრენდის დაკვეთა იყო, ვიზუალები ყოფილიყო ავთენტიკურად ქართული, მომავალზე მიმანიშნებელი, გვეჩვენებინა მწვანე, ეკოლოგიური საქართველო. ამ ზოგადი კონცეპტის ფონზე, დიდი შემოქმედებითი თავისუფლება მქონდა. არტისტისთვის ყოველთვის განსაკუთრებული ფუფუნებაა, როცა გაქვს საშუალება, საკუთარი თავი ბოლომდე გამოხატო თანამშრომლობაში“.ჩინური პრემიუმ ელექტრომობილების ბრენდი ZEEKR-ი ქართულ ბაზარზე სრულად ელექტრულიავტომობილების პირველი ბრენდია. თანამედროვე დიზაინის, ტექნოლოგიისა და ინოვაციის წყალობით, ZEEKR-ი ელექტრომობილების ახლებურ აღქმას ამკვიდრებს. მისი მიზანი ადამიანის, ბუნებისა და ტექნოლოგიის ჰარმონიული თანაარსებობის ჩვენებაა.
დაწერე კომენტარი