სილამაზესა და კომფორტზე ორიენტირებული ქართული ბრენდი - mulberry, რომელიც ნატურალური აბრეშუმის პროდუქტებს აწარმოებს, მომხმარებლებს ახალ პროდუქტს სთავაზობს. Dream Mask არის საძილე ნიღაბი, რომელიც თავისი უპირატესობებით წარმოადგენს აქსესუარს როგორც მშვიდი და კომფორტული ძილისთვის, ისე თავის მოვლის რუტინისთვის.
საძილე ნიღაბი უმაღლესი ხარისხის, 100% აბრეშუმის ქსოვილისგანაა დამზადებული, შიგთავსისთვის კი აბრეშუმის შემავსებლის ორმაგი ფენაა გამოყენებული. პროდუქტი მაქსიმალურ კომფორტზეა ორიენტირებული - აქვს ზომის მარეგულირებელი შესაკრავი, უზრუნველყოფს სრულ სიბნელეს და ახშობს ხმაურს. შესაბამისად, Dream Mask იდეალურად გამოიყენება ნებისმიერ დროს, როდესაც მშვიდი ძილისთვის სრული სიბნელე გჭირდებათ, მათ შორის თქვენი კომფორტული მოგზაურობისთვის. Dream Mask თავის მოვლისა და ღამის რუტინისთვის საუკეთესო აქსესუარია, რადგან ნატურალური აბრეშუმის შემადგენლობის გამო, კანი იდეალურად ინარჩუნებს ტენიანობას. სხვა ქსოვილებისგან განსხვავებით, აბრეშუმი არ შთანთქავს სხვადასხვა საცხებს და კანი მთელი ღამის განმავლობაში რჩება დატენიანებული. გარდა ამისა, საძილე ნიღაბი ხელს უშლის თვალის გარშემო ასაკობრივი ხაზებისა და მუქი წრეების წარმოქმნას, უზრუნველყოფს ნაოჭების გაჩენის პრევენციას და ზრდის უჯრედების სიცოცხლისუნარიანობას.
ისევე, როგორც mulberry-ს სხვა დანარჩენი პროდუქტები, Dream Mask საძილე ნიღაბიც სერტიფიცირებულია Oeko-Tex® საერთაშორისო სტანდარტებით, შესაბამისად, არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს, მავნე ნივთიერებებსა და ტოქსიკურ საღებავებს. თითოეული პროდუქტი ჯანსაღი, უმაღლესი ხარისხის ქსოვილითაა დამზადებული და სპეციალურად სახის კანისა და თმის მოვლისთვის იქმნება.
დაწერე კომენტარი