ავსტრიის ალპებში წელს სასტუმრო - Rosewood Schloss Fuschl გაიხსნა, რომელიც Fuschl-ის ტბის ნაპირებზე მდებარეობს და გარშემორტყმულია მთებითა და ტყეებით. შენობა, რომელიც ციხესიმაგრეს წააგავს, მე-15 საუკუნით თარიღდება და მრავალსაუკუნოვან ისტორიას ინახავს, სასტუმროს ხშირად სტუმრობდნენ სამეფო ოჯახის წევრები და ცნობილი ხელოვანები, მათ შორის - ამადეუს მოცარტი.
ზედმიწევნით აღდგენილი და განახლებული სასტუმრო დღეს სტუმრებს 98 ნომრით მასპინძლობს, მათ შორისაა 46 ლუქს ნომერი და ექვსი ტბისპირა კოტეჯი. თითოეული ოთახი ავსტრიულ ინტერიერს, თანამედროვე დიზაინს, ნათელი ფერების პალიტრასა და კომფორტს აერთიანებს, რომელსაც ავსებს ვინტაჟური ავეჯი, ანტიკვარული ნივთები და ძველი ნახატები Schloss Fuschl კოლექციიდან. სასტუმროს მდებარეობიდან გამომდინარე, ნომრებს ვრცელი ტყის, მთებისა და ტბის ხედები აქვთ.
კულინარიული გამოცდილებისთვის სასტუმრო დამსვენებელს ექვს ობიექტს სთავაზობს, რესტორანი Schloss ადგილობრივი, ტრადიციული კერძების მენიუზეა დაფუძნებული, Schloss Bar-ში კი კლასიკური კოქტეილების დაგემოვნებაა შესაძლებელი. Seeterrasee - რესტორანი Fuschl-ის ტბის ხედებითა და ღია ტერასით გლობალურ კერძებზეა ორიენტირებული, რომლებიც ადგილობრივი ინგრედიენტებით მზადდება. აქვე მდებარეობს Vinothek - ღვინის მრავალფეროვანი სახეობებით, Sisi Teesalon - გამორჩეული დესერტებით და See Club სასადილო ტბის პირას, ზღვის პროდუქტებით შექმნილი უამრავი კერძით.
Rosewood Schloss Fuschl-ში მდებარეობს Asaya Spa, რომელიც აერთიანებს როგორც ღია, ისე დახურულ აუზებს, ფიტნეს ცენტრს, სამ საუნას, ორთქლის აბაზანებს და რვა გამაჯანსაღებელ ოთახს, სადაც მრავალი სახეობის პროცედურა ტარდება და პერსონალიზებული, სტუმარზე მორგებული შეთავაზებებია. სასტუმროში ასევე იმართება ტბის პირას იოგას სესიები.
\სასტუმრო დამსვენებელს მრავალფეროვან შეთავაზებებს და საინტერესო გამოცდილებას სთავაზობს, სტუმრებს შეუძლიათ ჯგუფურ ლაშქრობაში, ავსტრიულ ალპებში იმოგზაურონ რეგიონის უნიკალური ფლორისა და ფაუნის შესასწავლად, ასევე იმართება თევზაობა Fuschl-ის ტბაზე, რომელსაც ხელმძღვანელობენ Schloss Fuschl Fishery-ის გამოცდილი მეთევზეები. სასტუმროს ტერიტორიაზე წარმოდგენილია გოლფის მოედანი და ჩოგბურთის კორტები, შესაძლებელია ველოსიპედებით სეირნობა, ცხენებით ჯირითი, ზამთარში კი ციგურაობა, ტობოგანითა და თხილამურებით სრიალი.
ფოტოს წყარო: Rosewood Schloss Fuschl
დაწერე კომენტარი