ამერიკული კრიმინალური დრამა, სატელევიზიო სერიალი - Monster ეკრანებზე მეორე სეზონით დაბრუნდა, რომელსაც ‘’Monsters: The Lyle and Erik Menendez Story’’ ეწოდება. ბიოგრაფიული სერიალი, რომლის შექმნა Netflix-ისთვის რაიან მერფსა და იან ბრენანს უკავშირდება, რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული და 1989 წელს მომხდარი გახმაურებული მკვლელობის დეტალებს მოგვითხრობს.

MONSTERS_202_Unit_04486RC_c9f5cb.jpg 126.55 KB
სერიალი ფოკუსირებულია ძმები მენენდესების - ლაილისა და ერიკის ისტორიაზე, რომლებმაც 1989 წლის 20 აგვისტოს ბევერლი ჰილზში ტრაგიკულად მოკლეს თავიანთი მშობლები - ხოსე და კიტი მენენდესები. დღესდღეობით ორივე ძმა სასჯელს იხდის და სამუდამო პატიმრობა აქვთ მისჯილი მკვლელობისთვის, რომელსაც პროკურატურის მტკიცებით, საფუძვლად მრავალმილიონიანი მემკვიდრეობის მიღება ედო, თუმცა დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ ძმებმა მშობლები თავდაცვის მიზნით მოკლეს და ისინი წლების განმავლობაში ფიზიკური, ემოციური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი იყვნენ.
MONSTERS_206_Unit_10819RC-H-2024.jpg 196.8 KB
საქმე 90-იან წლებში საზოგადოების და მედიის განხილვის თემა იყო და მსოფლიო მასშტაბით ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, Netflix კი ხელახლა იხსენებს შემზარავ ამბავს, მაყურებელს მნიშვნელოვან დეტალებს უმხელს და მკვლელობას სხვადასხვა პერსპექტივიდან განიხილავს. სერიალი თანმიმდევრულად მიჰყვება ოჯახში განვითარებულ მოვლენებს.
monsters-cooper-koch-nicholas-chavez-netflix.jpg 90.38 KB
კრიმინალური სერიალის პრემიერა 2024 წლის 19 სექტემბერს შედგა და მაყურებლებისგან არაერთგვაროვანი მიმოხილვა და შეფასებები გამოიწვია. ძმები, რომლებიც მკვლელობის დროს 18 და 21 წლის იყვნენ, ახლა 53 და 56 წლის არიან, ამჟამად სასჯელს იხდიან კალიფორნიაში, სან დიეგოს ციხეში, სერიალს კი უარყოფითად ეხმიანებიან. ერიკ მენენდესმა სერიალი გამოსვლიდან მეორე დღესვე გააკრიტიკა და შოუს "სამარცხვინო ცილისწამება" უწოდა.


ფოტოს წყარო: Netflix, The Hollywood Reporter